ჰარუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინის პირველი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 12 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციულ ტურნირზე რიგით მეორე დღის მატჩები გაიმართა.

მეორე ტურში ლევანის პირისპირ მონღოლი სეკივატორი, 1-ლი მაეგაშირა ტამავაში დადგა, რომელიც დასავლეთის სეკივაკეს პოზიციიდან სწორედ ტოჩინოშინმა ჩამოაქვეითა და თავად დაიკავა მისი ადგილი. ტოჩინოშინს ძალიან გაუჭირდა ამ ბრძოლაში და საბოლოოდ ჰატაკიკომის ილეთით დათმო, ხოლო ტამავაშისთან ბალანსი ქართველის სასარგებლოდ 14:7 გახდა.


შეგახსენებთ, ტოჩინოშინს მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი ნაწილობრივ გაუწყდა და მთელი ტურნირი გამაყუჩებლების თანხლებით მოუწევს ასპარეზობა. ხოლო პირველი ბრძოლა ტოჩინოშინმა მოიგო.

ჯურიო დივიზიონში (რანგით მეორე)
გაგამარუს
მეორე მეტოქე ჯურიოს დივიზიონის მე-5 ნომერი, მონღოლი ტერონოფიჯუ იყო, რომელთანაც უვატენაგეს ილეთით დამარცხდა და პირად შეხვედრებში ბალანსი 1:2 გახდა მონღოლის სასარგებლოდ. შეგახსენებთ ჰარუ ბაშოს პირველ დღეს გაგამ იაპონელი ჩიონოო დაამარცხა.

შემდეგი შეხვედრაში ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა იაპონელ კოტოშოგიკუს დაუპირისპირდება. იაპონელმა პირველი ორი შეხვედრა კომოსუბებთან ჩაატარა, იჩინოჯისთან დამარცხდა და ჩიოტაირუსთან სუკუინაგეთი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აუ ძაან ცუდი :( ძალიან გაუჭირდება ამ ბაშოს მოგება, იმედია კარგი დადებითი ბალანსით დაასრულებს ტურნირს, რეიტინგში რო არ დაქვეითდეს
გულშემატკივარი
12 მარტი 2018 13:43
0
არაუშავს, ყველა მატჩს ვერ მოიგებს. მთავარია ტრავმას სძლიოს და ოძეკობამდე არაა შორი გზა
Zevs
12 მარტი 2018 13:29
0
მთავარია დადებითი ბალანსი, წარმატებები
პს
12 მარტი 2018 14:27
1
მარცხენა კუნთი თუ გაუწყდა, მარჯვენა რატომ აქვს შეხვეული? თუ სარკისებურად მიჩვენებს? და ეს ვიდეო რას ნიშნავს? დანებდა? ;)
ვვვ
12 მარტი 2018 20:09
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული