დღეს, 15 მარტს ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეხუთე დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი კომოსუბი ჩიოტარიუ იყო, რომელთანაც ორი მოგება და ორი მარცხი ჰქონდა. ქართველმა სეკივატორმა მეტოქე ძალიან მარტივად, ოკურიდაშის ილეთით დაამარცხა.
ლევანს ამ ბაშოზე 3 მოგება და 2 მარცხი აქვს. შეგახსენებთ, ის ტრავმით ასპარეზობს და გამაყუჩებლის თანხლებით უწევს ბრძოლა.
რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, ის ჯურიო ლიგაში (რანგით მეორე ლიგა) კვლავ წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობას და ამჯერად ლიგის მე-7 ნომერი ამაკაზე იორიკირით დოჰიოდან გადაიყვანა.
გაგამარუს 4 მოგება და 1 მარცხი აქვს, გათამაშებაში კი მეორე ადგილს იკავებს ოთხ სუმოისტთან ერთად. თეიმურაზ ჯუღელმა თუ ასე გააგრძელა, მაკუუჩის დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) საგზურს მოიპოვებს.
ტოჩინოშინი 16 მარტს პირველ მაეგაშირა ენდოს შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 2:3-ზე აქვს. გაგამარუს მეტოქე ლიგის მერვე ნომერი ჰომარეფუჯი იქნება, ბალანსით 7:3-ზე ქართველის სასარგებლოდ.
12:30 15-03-2018
ჰარუ ბაშო. V დღე: ქართველები დოჰიოზე ლიდერობენ [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
მაგი იგივეა, უდაბნოში მარტომ მიტინგი ჩაატარო და მასეთებს იცი რას ეძახიან ხალხურად?...
შიბლაურას! :DDDD