ყრილობის 9 დელეგატმა ლევან ცაგურია სუმოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტად ერთხმად აირჩია. გამომდინარე აქედან, ლევან ცაგურია ამ თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.
აქამდე ფედერაციას თენგიზ რუხაძე ხელმძღვანელობდა.
ლევან ცაგურია სუმოისტობის პერიოდში კოკაის სახელით იყო ცნობილი. კოკაი პირველი ქართველია, რომელმაც პროფესიონალურ სუმოში გზა გაიკვლია. ლევან ცაგურია ერთხელ გახდა ვიცე-ჩემპიონი, ორჯერ მოიგო მებრძოლი სულის პრიზი, 2-ჯერ დაამარცხა დიდი ჩემპიონი. კომუსუბის რანგში 2 ბაშოზე იასპარეზა.
მოგებული აქვს: ძურიოს, მაკუშიტას, სანდანმეს, ჯონიდანის და ჯონოკუჩის დივიზიონები. იყო პირველი ევროპელი