ლევან ცაგურია: ტოჩინოშინმა რაც გააკეთა გმირობის ტოლფასია!

AutoSharing Option
ტოჩინოშინის ისტოირული გამარჯვების შემდეგ Sportall.ge ყოფილ სუმოისტს ლევან ცაგურიას იგივე კოკაის დაუკავშირდა და ლევან გორგაძის მიღწევის შეფასება სთხოვა.

კოკაი პირველი ქართველია, რომელმაც პროფესიონალურ სუმოში გზა გაიკვლია. ლევან ცაგურია ერთხელ გახდა ვიცე-ჩემპიონი, ორჯერ მოიგო მებრძოლი სულის პრიზი, 2-ჯერ დაამარცხა დიდი ჩემპიონი. კომუსუბის რანგში 2 ბაშოზე იასპარეზა. მოგებული აქვს: ძურიოს, მაკუშიტას, სანდანმეს, ჯონიდანის და ჯონოკუჩის დივიზიონები. იყო პირველი ევროპელი სუმოისტი ელიტაში და პირველი ქართველი პროფესიონალი.

- დღეს ტოჩინოშინმა 1 ტურით ადრე იმპერატორის თასი მოიგო. როგორ შეაფასებთ ლევან გორგაძის ამ მიღწევას?
- ეს
სრულიად საქართველოს წარმატებაა, მაგრამ ლევანმა რაც გააკეთა გმირობის ტოლფასია. მან იმპერატორის თასი მოიგო და ამით ოქროს ასოებით შევა სუმოს ისტორიაში. ვულოცავ ლევანს ამ წარმატებას, მის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

- ბატონო ლევან, თქვენ ტოჩინოშინს ჩვენზე კარგად იცნობთ, დაგვიხასიათეთ ის.
- ძალიან მეგობრული, შრომის მოყვარე და საქართველოს მოსიყვარულე ადამიანია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Gilocav chemo tanamemamulev,shen martla gmiri xar,
Roini
12:42 28-01-2018
1
ახლა ასეთი ბიჭების გვერდზე წამლის ბარიგები ახალა-ბახალა, ჩემი ს..რი მამულიჩა და მსგავსებიც ქართველები არიან? მაგათი "ელიტარობა" და "კაი ტიპობაც" მო....ან!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული