ქართველ სეკივაკეს ამ ბაშოზე 11 გამარჯვება სჭირდება, რომ ქართულ სუმოში ისტორიული შედეგი დააფიქსიროს და ოძეკი გახდეს.
ნაცუ ბაშო ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში იმართება. ამ დარბაზში მოიპოვა ქართველმა თავისი პირველი იმპერატორის თასი და საკმაოდ იღბლიანია მისთვის ეს გარემო.
როგორც მოგეხსენებათ, ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო 10 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა, წინა ბაშოზე კი მან მთავარი გამარჯვებაც იზეიმა - იოკუძუნა
პირველ დღეს ლევან გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, რომელთანაც დადებითი ბალანსი, 12:5-ზე აქვს. ბრძოლა 13 მაისს შედგება და ბაშო 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ამ ბაშოზე მონაწილეობას კვლავ ვერ მიიღებს იოკოძუნა კისენოსატო და შეიძლება გამოტოვოს ოძეკმა ტაკაიასუმ, რომელსაც ტრავმა აწუხებს. მთავარი მოლოდინი კი, რაც აქვთ იაპონელ ქომაგებს, ეს იოკუძუნა ჰაკუჰოს დაბრუნებაა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ერთ-ერთი ფავორიტი იქნება ნაცუ ბაშოს მოგების.
რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, ჯურიო დივიზიონს, სადაც გაგამარუ გამოდის. მან წინა ბაშო 8 გამარჯვებითა და 7 მარცხით დაასრულა. ამჯერად მისი მეტოქე, მის მსგავსად, ლიგის მეორე ნომერი, იაპონელი კოტეეკო იქნება, რომელთანაც დადებითი ბალანსი, 3:1-ზე აქვს.