ნაცუ ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა ტამავაში დოჰიოზე დააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 მაისს ნაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მესამე დაპირისპირებაც მოიგო.

ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ტამავაში იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 14:7-ზე ჰქონდა. ქართველი სეკიტორის მცდელობა, რომ მავაშში ჩაევლო ხელი, წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ბოლოს ტამავაშის შეცდომით ისარგებლა და ჰატაკიკომის ილეთით დააგდო დოჰიოზე.

რაც შეეხება გაგამარუს, მისი მეტოქე ჯურიო ლიგის პირველი ნომერი სოკოკურაი იყო, რომელთანაც სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა. გაგამარუმ ამ ბაშოზე სამი ჩატარებული შეხვედრიდან სამივე დათმო.

16 მაისს ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იქნება, რომელთანაც ლევან გორგაძეს დადებითი ბალანსი,
4:2 აქვს. რაც შეეხება გაგამარუს, მისი მეტოქე ჯურიო ლიგის მეოთხე ნომერი მეისეი იქნება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი, 1:2 აქვს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გამარჯვების მერე მსაჯისგან რაღაც ქაღალდში შეფუთულს რომ იღებს ის ფულია?
თუ რა არის?
ჰაა?
00:22 16-05-2018
0
ეგ ეტყობა კლუბ ბასიანიდან არის :) , იქ ახლა 2037 წელია და მსოფლიოს მწვანე კაცუნები მართავენ...
შაკო-ს
22:53 15-05-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული