ნაცუ ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა ტამავაში დოჰიოზე დააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 მაისს ნაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მესამე დაპირისპირებაც მოიგო.

ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა ტამავაში იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 14:7-ზე ჰქონდა. ქართველი სეკიტორის მცდელობა, რომ მავაშში ჩაევლო ხელი, წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ბოლოს ტამავაშის შეცდომით ისარგებლა და ჰატაკიკომის ილეთით დააგდო დოჰიოზე.

რაც შეეხება გაგამარუს, მისი მეტოქე ჯურიო ლიგის პირველი ნომერი სოკოკურაი იყო, რომელთანაც სუკუინაგეს ილეთით დამარცხდა. გაგამარუმ ამ ბაშოზე სამი ჩატარებული შეხვედრიდან სამივე დათმო.

16 მაისს ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იქნება, რომელთანაც ლევან გორგაძეს დადებითი ბალანსი,
4:2 აქვს. რაც შეეხება გაგამარუს, მისი მეტოქე ჯურიო ლიგის მეოთხე ნომერი მეისეი იქნება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი, 1:2 აქვს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გამარჯვების მერე მსაჯისგან რაღაც ქაღალდში შეფუთულს რომ იღებს ის ფულია?
თუ რა არის?
ჰაა?
16 მაისი 2018 00:22
0
კი სპონსორების ჯილდოა, გამარჯვებისთვის...
ალეკო
16 მაისი 2018 01:02
0
ეგ ეტყობა კლუბ ბასიანიდან არის :) , იქ ახლა 2037 წელია და მსოფლიოს მწვანე კაცუნები მართავენ...
შაკო-ს
15 მაისი 2018 22:53
1
რა თქმა უნდა გეჩვენება გამოვირტუალებულო შიბლატროლო, დაინახე შიშველი კაცები გაგახსენდა ქსნის ზონა და აცანცარდით შენ და შენი ავატარები ისევ.
ეს 1 წლის წინანდელი ბრძოლაა თუ მეჩვენება?-s
15 მაისი 2018 17:42
4
ლევან ოძეკი უნდა გახდე ძმაო, მთელი გულით შენთან ვარ!
B-52
15 მაისი 2018 17:34
0
ეს 1 წლის წინანდელი ბრძოლაა თუ მეჩვენება?
-------------------------------------------------------------------
ეს ვიდეო არის 15.05.2018 გადაღებული
david
15 მაისი 2018 16:58
5
შენ 2019-ში ხარ უკვე? კაცურად პრეზიდენტი ვინ გახდა მითხარი
შაკო
15 მაისი 2018 17:39
0
უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს. სანამ ბრძოლა დაიწყება ეს უცბად წამოხტომა და გაქცევა რა რიტუალია?
გია
15 მაისი 2018 16:06
2
როცა მეტოქე წელავს დროს და შეხვედრის დაწყებას თავს არიდებს , მაშინაა ეგ...
მიროსან
15 მაისი 2018 16:57
3
თუ სწორად მივხვდი, სწრაფად რომ წამოხტებიან ხოლმე მაგას გულისხმობთ? მეც მაინტერესებდა ეს საკითხი ადრე და დოჰიოს ცენტრიდან რომ მოდიან კუთხეში, სვამენ ჩიკარა-მიზუს, "ძალის წყალს" და ჩიკარა-გამის(ქაღლადს) აძლევენ ტუჩების მოსაწმენდად. ახტომა და ხელის მოძრაობები თუ სწორად გავიგე ძალის დემონსტრირებაა, ისევე როგორც მარილის რაოდენობა. ახალგაზრდა, გამოუცდელ სუმოისტებს არ ჰქონიათ მასეთი მოძრაობების გამეორების უფლება. ცენტრიდან კუთხისკენ სულ სამჯერ მიდიან, ფეხების განზე გადგმის მოძრაობას(სონკიოს) და ერთ მხარეს აწევა და მერე იგივე ოღონდ მეორე ფეხით( ტავარას ) აკეთებენ და 3-ჯერ გაკეთების მერე, სპონსორების სახელების და თანხების(კენსიოს) გამოცხადების შემდეგ, გიოძი( მსაჯი) აძლევთ დაწყების ნიშანს.
პ.ს. ბოდიში, თუ რაიმე შეცდომა დავუშვი, მე ასე გავიგე ერთ დროს წაკითხულით და ნაყურებით
გულშემატკივარი
15 მაისი 2018 16:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული