ნაცუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინს მიტაკეუმის დასამარცხებლად დაფიქრებაც არ დასჭირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 მაისს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ქართველმა სეკიტორმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 4:2-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინმა ის რამდენიმე წამში იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინს 4 დღის ჯამში 4 გამარჯვება დაუგროვდა და ნაცუ ბაშოს რამდენიმე სუმოისტთან ერთად ლიდერობს, მათ შორის არიან იოკუძუნა ჰაკუჰო, სეკივაკე იჩინოჯო და მეოთხე მაეგაშირა შოდაი. დღევანდელ ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა იოკუძუნა კაკარიუმ, რომელმაც ტოჩინოშინის მიერ დამარცხებულ შოჰოზანთან ვერაფერი გააწყო.

რაც შეეხება გაგამარუს, მისი მეტოქე ჯურიო
ლიგის მეოთხე ნომერი კოტოეკო იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა და ეს ზედიზედ მეოთხე მარცხი გამოდგა ამ ტურნირზე.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 8:7-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
რაღაც მძიმედ ადგამს ფეხს, ტრავმა ხომ არ მიიღო ისევ?
soso
17 მაისი 2018 08:44
0
ასე მგონია,ლევანმა რაღაც ახალი დოპინგი გამოიგონა მეთქი.ხარისხის ასეთი მკვეთრი გაუმჯობესება,თანაც პატარა ბიჭი ხომ აღარ არის,საოცარია.
სოსო
16 მაისი 2018 19:49
0
მოკლედ პუტინზე და შიშველ კაცებზე ეკეტება ამ 17 მაისას ჭკვა. :)
დღესაც რა უმუშავია აქ
16 მაისი 2018 17:38
4
არ ვიცი შეიძლება მომეჩვენა მაგრამ მიტაკეუმი არ მიაწვა მონდომებით :) :)
მიტაკეუმი მეგობარია
16 მაისი 2018 15:45
8
მოგეჩვენა
შაკო
16 მაისი 2018 16:17
2
ბაშოს დასაწყისში, ერთ–ერი ინგლისურენოვანი კომენტატორის აზრი მოვისმინე. მან თქვა, რომ ამ ტურნირის მოგების სამი კანდიდატი არსებობსო: ტოჩინოშინი და ორივე იოკოძუნა. მე ვეთანხმები. შენ? :–)
N
16 მაისი 2018 14:37
0
მეცც :))
შაკო
16 მაისი 2018 16:16
0
ის "რიგითი მაეგაშირა" სადაა ნეტავ, რამდენიმე დღის წინ რომ წერდა ლევანს თავში აქვს ავარდნილიო DDDDDDD
korben dallas
16 მაისი 2018 14:33
1
მაგას ძამა ფრაერი თუ დაწერდა...:-) კაცი მიზანდასახულად ნაბიჯნაბიჯ მიდის ოძეკობისკენ და უნდა ეცადოს იოკოძუნებთან სხვატკამდე მაქსიმალურად მეტი მოგება დააგროვოს
მიროსან
16 მაისი 2018 15:16
0
ლევან საამაყო კაცი ხარ წამატებები ეგრე განაგრძე ეგ ბაშოც უნდა მოიგო
koki
16 მაისი 2018 14:21
1
წინ, წინ
ss
16 მაისი 2018 14:08
1
მაგარი კაცი ხარ ლევან, სტარტი გადასარევი გვაქვს და მჯერა ასევე გააგრძელებ ძმაო.
B-52
16 მაისი 2018 13:08
1
წარმატებები
ქუჯი
16 მაისი 2018 12:43
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული