ნაცუ ბაშო. V დღე: ხუთიდან ხუთი - ტოჩინოშინმა ბრაზილიელსაც სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 მაისს ნაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ქართველმა სეკიტორებმა დღე გამარჯვებით დაასრულეს.

ტოჩინოშინი მეტოქე პირველი მაეგაშირა, ბრაზილიელი კაისეი იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 8:7-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე აქცენტი მავაშში ხელის ჩავლებაზე გააკეთა და დიდი მონდომების შემდეგ შეძლო კიდეც, ბოლოს კი ბრაზილიელი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინს ხუთი შეხვედრის ჯამში ხუთი გამარჯვება აქვს და ბაშოს რამდენიმე სუმოისტთან ერთად ლიდერობს. მათ შორის არიან დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო და მეოთხე მაეგაშირა შოდაი.

რანგით მეორე ლიგაში, მეხუთე დღეს გაგამარუმ პირველად შეძლო გამარჯვება ჯურიო
ლიგის მეხუთე ნომერ კოტიუკოსთან, რომელიც ოშიდაშით დაამარცხა. გაგამარუს ჯამში 4 მარცხი და 1 გამარჯვება აქვს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა იოტაკაიამა იქნება, რომელსაც არასდროს შეხვედრია. იოტაკაიამას ამ ბაშოზე ჯერ შეხვედრა არ მოუგია.
მკითხველის კომენტარები / 13 /
გაიხარე ლევან, რომ ამაღლება ქართველებს მე-5 გამარჯვებით მოგვილოცე და გაგვახარე. ამ ტურნირის მოგებასაც გისურვებ ლევან, რომ საბოლოოდ დაახსომო თავი იაპონიასაც და მსოფლიოსაც. შეგეწიოს ამაღლების მადლი და ძალი.
gizog
17:16 17-05-2018
0
გენაცვალე, მგელი ხარ მგელი :)
სააკაძე
13:28 17-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული