ნაცუ ბაშო. VIII დღე: ტოჩინოშინმა მონღოლი გიგანტი დოჰიოდან გადაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 მაისს ნაცუ ბაშოს ტურნირის მერვე საშეჯიბრო დღე გაიმართა. ტოჩინოშინმა კაჩი-კოშიც გაიფორმა და იმპერატორის თასისკენ მომდევნო ნაბიჯიც გადადგა.

ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი გიგანტი სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელთანაც ბალანსი 12:5-ზე ჰქონდა. ბრძოლის დასაწყისშივე ორივე სუმოისტმა შეძლო რომ ერთმანეთისთვის მავაშში ხელი ჩაევლოთ, შემდეგ იჩინოჯიმ რამდენჯერმე სცადა თავისი ფიზიკური უპირატესობის გამოყენება თუმცა წარუმატებლად, რაღაც პერიოდი ვერცერთი სეკიტორი ვერ ახერხებდა ბრძოლაში რაიმე სიახლის შეტანას, თუმცა ბოლოს ლევან გორგაძე გააქტიურდა და იჩინოჯი დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს რვა ბრძოლის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს, იოკუძუნები 
ჰაკუჰო და კაკარიუ კი ერთი მოგებით ჩამორჩებიან და მისი მდევრები არიან.

რანგით მეორე ლიგაში უვატენაგეს ილეთით აზუმარიუსთან ქართველი გაგამარუ დამარცხდა. 
გაგამარუს ამ ბაშოზე უკვე 6 მარცხი და 2 გამარჯვება დაუგროვდა.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელთანაც ქართველს 
დადებითი ბალანსი 3:1-ზე აქვს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჯიში და ჯილაგი გაგიძლიეროს ღმერთმა,მაგარო კაცო.
sake
21 მაისი 2018 12:15
0
შენ შემოგევლოს და გენაცვალოს მთელი საქართველოს ქომაგობა, უმაგრესი კაცი ხარ!
qomagi
21 მაისი 2018 00:49
0
"ხერხი სჯობია ღონესა!"
თუმცა, ქართველ ფალავანს არც ხერხი აკლია და არც ღონე!
გაიხარე ლევან, საქართველოს სასახელო შვილი ხარ!
მანჩო
20 მაისი 2018 23:35
0
მე მგონი მომავალ ლეგენდასთან გვაქ საქმე რაღაც ისე მიდის ყველაფერი.
fauqa
20 მაისი 2018 21:34
0
გვასახელეს პატრიოტმა ქართველებმა. იუთუბის ერთ-ერთ არხს ვუყურებ ხოლმე, სადაც ვრცელი კომენტარებით გაფორმებული ვიდეოები იდება სუმოზე. მასტმა ტოჩინოშინის ბრძოლის მიმოხილვა დაიწყო იმით, რომ თურმე ქართველები შედგნენ და აგინეს რაღაცის გამო. ჰო, თვითონაც ვერ გაიგო რის გამო, იმიტომ რომ მევასება ტოჩიო. მეც რასაც ვუყურებ, არაფერი უთქვამს ისეთი ჩვენიანზე და საერთოდაც მიუკერძოებელი კომენტატორია. მაგრამ ჩვენ ძალად-პატრიოტებს რაღაც მოელანდათ ეტყობა. ახლა ხომ რაღაც გულისამრევი, ყალბი პატიოტიზმის სახეობაა მოდაში. აი, დაახლოებით ისეთი ფაჩულიაზე ვისაც არ აბოდებს, საქართველოს მტერი რომ არის.
odala
20 მაისი 2018 19:35
4
რომელ არხზე უყურებ და კომენტატორი რა ენაზე საუბრობს? მადლობა წინასწარ!
GIO
21 მაისი 2018 05:26
0
თითქოს სხვა ელფერი შესძინაო ამ სპორტს ტოჩინოშინმა, უაღრესად ლამაზ სანახაოობად გადააქცია, თითქოს ახვა სიმაღლეზე აიყვანა სუმო!!! მგონი ლეგენდა ხდება ჩვენი საამაყო კაცი. კ ა ც ი!!!..
ბადრი
20 მაისი 2018 17:20
0
გენაცვალეეეე!!!!!! რა ძალის პატრონი ხარ.მე ამტკივდა წელი ყურებით და რა სიმძიმეს უძლებს,როგორ მინდა მანდ ვიყო და ჩაგეხურტო ჩვენო გმირო გოლიათო!!!!!!!!!!!!
nanka
20 მაისი 2018 17:05
0
იოკუძუნას სტატუსი რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს? ეხლა რა სტატუსი აქვს ტოჩის და უმაღლეს წოდებამდე რა საფეხურებია?
იოკუძუნა
20 მაისი 2018 16:56
0
ახლა-სეკივაკეა--უმცროსი ჩემპიონი, თუ მიმდინარე ბაშოს წარმატებით ჩაატერებს--გახდება ოძეკი, ანუ ჩემპიონი. ოძეკიდან რომ გახდეს იოკოძუნა--ანუ დიდი ჩემპიონი, ოძეკმა მიყოლებით სამი წარმატებული ბაშო უნდა ჩაატაროს, აქედან მინიმუმ ერთი მოიგოს და დანარჩენ ორში კი, მინიმუმ 12-12 მოგება უნდა ქონდეს.
ფერნანდო
20 მაისი 2018 17:31
0
გაიხარე ლევან!
soxumeli
20 მაისი 2018 16:18
0
აუუ, რა უქნაა...
კინაღამ თავიდან გადაიყვანეს მაგრამ გაექცა გვერდზე ჩვენი ტოჩინო.
რა ძალის პატრონია ეს კაცი, ამხელა მონღოლი აწია და გადიყვანა.
ქართული ჭიდაობის ილეთების ცოდნა რამდენს ნიშნავს.
ყოჩაღ ლევან.
20 მაისი 2018 14:38
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული