ნაცუ ბაშო. XI დღე: ტოჩინოშინმა კოტოშოგიკუ უვატენაგეთი დაანარცხა დოჰიოზე [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთერთმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრაც მოიგო.

ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე მისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე, იაპონელი კოტოშოგიკუ იყო, რომელთანაც ლევანს უარყოფითი ბალანსი, 7:24-ზე ჰქონდა. ბრძოლა ძალიან სწრაფ ტემპში წარიმართა. ტოჩინოშინმა მალევე შეძლო კოტოშოგიკუს მავაშით გამოჭერა და შემდეგ ძალისმიერი ილეთით მეტოქე უვატენაგეთი დაანარცხა დოჰიოზე.

ქართველი სეკიტორი 11 გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს, ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი შეიკრიბება და იმსჯელებს ტოჩინოშინისთვის ოძეკის წოდების მინიჭებაზე. ოძეკი არის სუმოს ტიტულებს შორის რანგით მეორე
წოდება, ამაზე მაღალი იერარქია სუმოში არის იოკუძუნა.

ტოჩინოშინის მდევარი, თითო მარცხით იოკუძუნები ჰაკუჰო და კაკარიუ არიან.

რაც შეეხება გაგამარუს, მან დღეს უმაღლეს დივიზიონში იასპარეზა და მეთხუთმეტე მაეგაშირა კიუკუტაისეის შეხვდა, რომელთანაც შიტატენაგეს ილეთით დამარცხდა. ეს გაგამარუსთვის ამ ბაშოზე მეცხრე მარცხი გამოდგა, ქართველს მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს. რაც შეეხება მის დღევანდელ მაკუჩი დივიზიონში ასპარეზობას, ეს დროებითია. მან უბრალოდ ტრავმირებული სუმოისტი ჩაანაცვლა.

ხვალ ტოჩინიშინის მეტოქე დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო იქნება, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი, 0:25-ზე აქვს.

▶ ნაცუ ბაშო. X დღე: ტოჩინოშინის იორიკირი და განაცხადი ოძეკობაზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 21 /
ვაა!!! ეს რამდენი გოლიათი აბურთავა მძლეთამძლე ლევანმა!
ასე გააგრძელე!!! საქართველოს საამაყო შვილი ხარ!!!
მანჩო
23:46 23-05-2018
0
ქართული გენის ზეიმი
1

სიახლეები პოპულარული