ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.

ტოჩინოშინის მეტოქე დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს კატასტროფული  ბალანსი, 0:25-ზე ჰქონდა.

ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე ჩაავლო მეტოქეს მავაშში ხელი, თუმცა მალევე შეძლო პოზიციური გათანაბრება ჰაკუჰომ. გარკვეული პერიოდი ორივე მებრძოლი ილეთის განვითარებაზე ფიქრობდა და ქართველი შეტევაზე აკეთებდა აქცენტს, საბოლოოდ კი ლევანმა ეს შეძლო, ისტორია დაწერა და ჰაკუჰო იორიკირით დოჰიოდან გადაიყვანა.

Sportall.Ge

ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია.

ლიდერთა
სია ტოჩინოშინის შემდეგ ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება, 2 მარცხი.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი ქართველ სეკიტორს ოძეკის წოდებას მიანიჭებს. ახლა მთავარი ბრძოლა მას იმპერატორის თასზე ელის.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, სადაც ქართველი გაგამარუ გამოდის, მისი მეტოქე ლიგის მეათე ნომერი ჰომარაფუჯი იყო, რომელთანაც ჰატაკიკომით დამარცხდა. ეს თეიმურაზ ჯუღელისთვის მეათე მარცხი გამოდგა და მხოლოდ ორი მოგება აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯურიო ლიგაში ის ლიგის მეორე ნომრობიდან დაქვეითდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.


მკითხველის კომენტარები / 63 /
ქუთაისი შენს გვერდითაა და მადლობა მთელი ქუთაისის სახელით.
ზას.
25 მაისი 2018 11:48
0
ტიტანთა ბრძოლა
შაკო
25 მაისი 2018 11:04
0
ამაყი ვარ იმით, რომ ერთი ქვეყნის შვილებივართ ლევან.
გიორგი
24 მაისი 2018 21:16
0
შენ გენაცვალე ქართველო, გვეამაყები, გმერთმა ამრავლოს შენაირი ქართველები, გაუმაჯოს ლევანს და გაუმარჯოს საქართველოს.
ემიგრანტი
24 მაისი 2018 19:58
0
ლეონი. გილოცავთთთთთთთთთთთთთთთთ
f k samtredia
24 მაისი 2018 17:47
0
აი ვინ აკეთებს ქართულ საქმეს ღმერთმა გაგიმარჯოს მომავალო იოკუძუნა
bednieri saqartvelo
24 მაისი 2018 17:37
0
შენ გენაცვალე ტოჩი,სიამაყე ხარ საქართველოსი.
ფ.კ.სამგურალი წყალტუბო
24 მაისი 2018 16:37
0
უხ შენ გენაცვალე ღირსეულო ადამიანო,მე ვამაყობ შენისთანა ღირსეული ვაჟკაცით,ისევე როგორც ყველა შენი ქართველი გულშემატკივარი!!!! მადლობა!!!!
ბათუ
24 მაისი 2018 15:48
0
ვერ ვიხსენებ გულშემატკივრობის დროს, ასე გული როდის მიძგერდა. ღმერთმა გაახაროს ეს ადამიანი ათმაგად, როგორც ჩვენ დღეს გაგვახარა!!!!
მადლობა ლევანს ასეთი ლამაზი დღის ჩუქებისთვის.
ამაყი
24 მაისი 2018 15:41
0
ახლა დავლიეთ რეფერის სადღეგრძელო
ნიკოლოზ
24 მაისი 2018 15:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული