ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.

ტოჩინოშინის მეტოქე დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს კატასტროფული  ბალანსი, 0:25-ზე ჰქონდა.

ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე ჩაავლო მეტოქეს მავაშში ხელი, თუმცა მალევე შეძლო პოზიციური გათანაბრება ჰაკუჰომ. გარკვეული პერიოდი ორივე მებრძოლი ილეთის განვითარებაზე ფიქრობდა და ქართველი შეტევაზე აკეთებდა აქცენტს, საბოლოოდ კი ლევანმა ეს შეძლო, ისტორია დაწერა და ჰაკუჰო იორიკირით დოჰიოდან გადაიყვანა.

Sportall.Ge

ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია.

ლიდერთა
სია ტოჩინოშინის შემდეგ ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება, 2 მარცხი.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი ქართველ სეკიტორს ოძეკის წოდებას მიანიჭებს. ახლა მთავარი ბრძოლა მას იმპერატორის თასზე ელის.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, სადაც ქართველი გაგამარუ გამოდის, მისი მეტოქე ლიგის მეათე ნომერი ჰომარაფუჯი იყო, რომელთანაც ჰატაკიკომით დამარცხდა. ეს თეიმურაზ ჯუღელისთვის მეათე მარცხი გამოდგა და მხოლოდ ორი მოგება აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯურიო ლიგაში ის ლიგის მეორე ნომრობიდან დაქვეითდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.


მკითხველის კომენტარები / 63 /
გენაცვალე!!! ძალიან მაგარი კაცია!!!
წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!!
დათო
24 მაისი 2018 13:18
0
კაკარიუ და ჰაკუჰო უკვე შეხვდნენ ერთმანეთს?
aleksa
24 მაისი 2018 13:17
0
კვირას ხვდებიან
შაკო
24 მაისი 2018 14:21
0
კაკარიუ და ჰაკუჰო ჯერ არ შეხვედრილან
gela gloveli
24 მაისი 2018 13:52
0
გენაცვალე ქართულ გულში
კახა
24 მაისი 2018 13:15
1
Saswauli shegrzeba iyo ai sawauli ra...yohag jigarixar levan martla kinagam gadavyevi nerviulobit....
Janvaljani
24 მაისი 2018 13:12
0
ვულოცავ ამ დიდ ისტორიულ გამარჯვებას ლევანის და სრულუად საქართელოს! მალე მისთვის მიგველოცოს იმპერატორის თასის მოგება! ძალიან გვახარებს ეს ქართველი ჩვენ) რაც მეტი გვერყოლება ასეთი წარმატებული ქართველი, მით მეტად დაფუძნდება ჩვენში გამარჯვებულის ფსიქოლოგია!
ლევანი
24 მაისი 2018 13:10
0
ვახ შენ გენაცვალე გატეხავს ნავსს თქო ვიძახდი
gulshematkivari
24 მაისი 2018 13:10
0
გენაცვალე ქართულ გულში.
კახა
24 მაისი 2018 13:10
0
გენაცვალეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!!!!
იასონი
24 მაისი 2018 13:09
1
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა!
ამაყი
24 მაისი 2018 13:09
0
დევკაცი ხარ ლომო გენაცვალე გულში...
basho
24 მაისი 2018 13:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული