ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.

ტოჩინოშინის მეტოქე დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს კატასტროფული  ბალანსი, 0:25-ზე ჰქონდა.

ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე ჩაავლო მეტოქეს მავაშში ხელი, თუმცა მალევე შეძლო პოზიციური გათანაბრება ჰაკუჰომ. გარკვეული პერიოდი ორივე მებრძოლი ილეთის განვითარებაზე ფიქრობდა და ქართველი შეტევაზე აკეთებდა აქცენტს, საბოლოოდ კი ლევანმა ეს შეძლო, ისტორია დაწერა და ჰაკუჰო იორიკირით დოჰიოდან გადაიყვანა.

Sportall.Ge

ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია.

ლიდერთა
სია ტოჩინოშინის შემდეგ ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება, 2 მარცხი.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი ქართველ სეკიტორს ოძეკის წოდებას მიანიჭებს. ახლა მთავარი ბრძოლა მას იმპერატორის თასზე ელის.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, სადაც ქართველი გაგამარუ გამოდის, მისი მეტოქე ლიგის მეათე ნომერი ჰომარაფუჯი იყო, რომელთანაც ჰატაკიკომით დამარცხდა. ეს თეიმურაზ ჯუღელისთვის მეათე მარცხი გამოდგა და მხოლოდ ორი მოგება აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯურიო ლიგაში ის ლიგის მეორე ნომრობიდან დაქვეითდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.


მკითხველის კომენტარები / 63 /
გენაცვალეეე! იმხელა ხმაზე ვიღრიალე მგონი სამსახურიდან გამიშვებენ). მადლობა ამ სიხარულისთვის.
aleksandre
24 მაისი 2018 13:42
0
ასეთი სუპერჯახი ჰოლივუდის ფილმებშიც კი არ მინახია. ორივემ დაგლიჯა!
ლომთა ჭიდილი
24 მაისი 2018 13:41
0
კაცო, ახლა ამ ჩვენმა ლევანმა ისე არ ქნას, რომ ოძეკობის ნაცვლად, გამონაკლისის სახით, პირდაპირ იოკოძუნობა მიანიჭონ, აქაოდა, ძეგველი იოკოძუნა ჯერ არ გვყოლიაო!!! :–)

როგორც ჩანს, ოძეკობა უკვე ჯიბეში გვიდევს და მალე იოკოძუნობაც მოგველოცოს, ჩემო ლევან!!!
N
24 მაისი 2018 13:38
1
ამინ, გისმინოთ უფალმა.
გიზოგ
24 მაისი 2018 14:27
0
შენი ჭირიმე, შენია!
დოჰიოს ვინ შერჩენია?
მხოლოდ ლევანის მარჯვენა,
საგმირო საქმე გვაჩვენა!
qomagi
24 მაისი 2018 13:34
0
საქართველოს სიამაყე ხარ ლევან !!! სულ ასეთი გამარჯვებებით გევლოს!
დდდ
24 მაისი 2018 13:34
0
შენ გენაცვალე.ძმა ხარრრ! ეს ერთი და სხვა მრავალიიიიიიიიიიიიი!!!
გიგა
24 მაისი 2018 13:33
0
შენ გაიხარე!!!
asgo
24 მაისი 2018 13:33
0
საღოლ ძმაო:)
ucha martalishvili
24 მაისი 2018 13:32
0
სასწაული ბრძოლა იყო..ბრავო ტოჩის ლეგენდა იყავი ქართველებისთვის, ახლა სუმოს ლეგენდა ხდები..სიტყვები ზედმეტია!
Chaachi
24 მაისი 2018 13:27
0
ვენაცვალე ჯიგარში!!! მხეცია!)))
ზურა
24 მაისი 2018 13:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული