ნაცუ ბაშო. XII დღე: ისტორია დაიწერა! ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.

ტოჩინოშინის მეტოქე დიდი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს კატასტროფული  ბალანსი, 0:25-ზე ჰქონდა.

ქართველმა სეკიტორმა თავიდანვე ჩაავლო მეტოქეს მავაშში ხელი, თუმცა მალევე შეძლო პოზიციური გათანაბრება ჰაკუჰომ. გარკვეული პერიოდი ორივე მებრძოლი ილეთის განვითარებაზე ფიქრობდა და ქართველი შეტევაზე აკეთებდა აქცენტს, საბოლოოდ კი ლევანმა ეს შეძლო, ისტორია დაწერა და ჰაკუჰო იორიკირით დოჰიოდან გადაიყვანა.

Sportall.Ge

ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია.

ლიდერთა
სია ტოჩინოშინის შემდეგ ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ - 11 გამარჯვება და 1 მარცხი, იოკუძუნა ჰაკუჰო - 10 გამარჯვება, 2 მარცხი.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოს კომიტეტი ქართველ სეკიტორს ოძეკის წოდებას მიანიჭებს. ახლა მთავარი ბრძოლა მას იმპერატორის თასზე ელის.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, სადაც ქართველი გაგამარუ გამოდის, მისი მეტოქე ლიგის მეათე ნომერი ჰომარაფუჯი იყო, რომელთანაც ჰატაკიკომით დამარცხდა. ეს თეიმურაზ ჯუღელისთვის მეათე მარცხი გამოდგა და მხოლოდ ორი მოგება აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯურიო ლიგაში ის ლიგის მეორე ნომრობიდან დაქვეითდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა, იაპონელი შოდაი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 5:3-ზე აქვს. შოდაიმ ამ ბაშოზე 7 შეხვედრა მოიგო და 5 წააგო.


მკითხველის კომენტარები / 63 /
გაიხარე ლევან როგორც ჩვენ გაგვახარე შენი გამარჯვებით! საამაყო ქართველი ხარ! გფარავდეს უფალი!
aleqsandre
24 მაისი 2018 13:25
0
12/12 საღოლ ლევან
ლევანი ლეგენდა
24 მაისი 2018 13:24
0
გაიხარე!!!!! მაგარო კაცო!!!!
David
24 მაისი 2018 13:24
0
გილოცავთ, ძალიან გავიხარე!
მეორე თასი გვინდა! როგორც ამბობენ, იოკუძუნობას სამი ბაშოს მოგებაზე იძლევიან!!!
ბალიშების სროლა რაღა იყო? იქაც ყოფილან პირუტყვები!
მერაბი გ.
24 მაისი 2018 13:24
11
ამ ორიოდე თვის წინ ერთმა ძველმა იოკუძუნამ მეორე სუმოისტს თავში ბოთლი ჩაარტყა და ქალის ძვლები დაულეწა; ეს ალბათ "პირუტყვობაა" არა?
gago
24 მაისი 2018 15:44
0
მერაბ ბალიშების სროლა პატივისცემიც ნიშანია, როდესაც ოიკოძუნას ამარცხებენ, ხოლო სუმოში პირუტყვობას ადგილი არ აქვს..))
zaza
24 მაისი 2018 13:33
0
ყველა გამოხმაურება
მადლობა!!!!!
გილოცავთ ყველას.....
ვეტერანი
24 მაისი 2018 13:23
0
ლომიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!! გილოცავთთთთთთთთთთთთთთ!!! ეს სასწაულია უკვე. ამ კაცის შემჩერებელი არავინაა!!!!!!!!!!!!
zako
24 მაისი 2018 13:21
0
კკურიუსაც ზედ მიაყოლებს და ამ ბაშოს წაუგებლად დაასრულებს
dato
24 მაისი 2018 13:20
0
ლევან გილოცავ, გაიხარე, მთელი საქართველო შენთანაა, სულ გამარჯვებით ჩაგემთავრებინოს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირი.
გაიოზ გოშაძე
24 მაისი 2018 13:20
0
ბრავო ტყოჩი შენ ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხარ!!!
gurami
24 მაისი 2018 13:19
1
.,,სიტყვებს ,სიტყვებს ,ვერ ვპოულობ შენსა შესაფერსა დავდუმდები და დუმილით გეტყვი ყველაფერსა
temo
24 მაისი 2018 13:19
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული