ნაცუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინი დამარცხდა, თუმცა იმპერატორის თასის მოგების მთავარი ფავორიტია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მე-13 დღე გაიმართა. სამწუხაროდ, ტოჩინოშინი დამარცხდა, რაც პირველი შემთხვევაა ამ ბაშოზე.

ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაი იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 5:3-ზე ჰქონდა. ქართველმა სეკიტორმა რამდენჯერმე სცადა მავაშში ხელის ჩავლება, თუმცა შოდაიმ ახლოსაც არ მიუშვა. ბოლოს იაპონელმა ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს გამოიჭირა და ჰიკიოტოშით დასცა დოჰიოს.

ტოჩინოშინმა წინა ტურში 40-გზის ჩემპიონ იოკუძუნა ჰაკუჰოს სძლია და ძალიან ახლოს არის იმპერატორთა თასის მოგებასთან. მისი მთავარი მდევარი ამჟამად იოკუძუნა კაკურიო არის, რომელმაც თავისი ბრძოლა მოიგო და ლევან გორგაძეს
გაუთანაბრდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ სუმოს კომიტეტი შეიკრიბება, იაპონური ტელევიზიები ქართველს უკვე თამამად უწოდებენ "ოძეკს" (იერარქიით რანგით მეორე წოდება), რაც აგრეთვე ძალიან დიდი წარმატებაა.

ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

  • ტოჩინოშინი - 12 მოგება, 1 მარცხი
  • იოკუძუნა კაკარიუ - 12 მოგება, 1 მარცხი
  • იოკუძუნა ჰაკუჰო - 11 მოგება, 2 მარცხი.

რაც შეეხება რანგით მეორე ლიგას, გაგამარუს მეტოქე ლიგის მერვე ნომერი ტერონოფუჯი იყო, რომელიც ქართველმა იორიკირით დაამარცხა. თეიმურაზ ჯუღელს ამ ბაშოზე 3 მოგება და 10 მარცხი აქვს, რაც ავტომატურად გამოიწვევს მისი ლიგის მეორე ნომრობიდან ჩამოქვეითებას.

ხვალ ტოჩინოშინს ერთგვარად ფინალური ბრძოლა ელის. მისი მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიოა, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:21 აქვს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოზე დაუმარცხებელ კაკურიოს ტრავმირებულმა ლევან გორგაძემ სძლია.

▶ტოჩინოშინი იაპონურ კულტურაში: სელფები, კარიკატურები, პრესა, ტელევიზია და ა.შ. [PHOTO]
▶ვარცხნილობა, ბალიშების გადაყრა, მარილი, ცოლის მოყვანა - სუმოს წესები და ტრადიციები
მკითხველის კომენტარები / 18 /
მე ასე მგონია ფეხი რომ არ დასცდომოდა მოიგებდა ამ შეხვედრასაც
ტოტიკა
25 მაისი 2018 20:04
0
სამი სუმოისტის ერთნაირი მოგებების შემთხვევაში რაც ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ნეტავ ვის ენიჭება უპირარესობა?
თემო
25 მაისი 2018 16:03
0
მიკრო-ტურნირი ინიშნება იმ სამს შორის
შაკო
25 მაისი 2018 17:28
0
პლეი-ოფი გაარკვევს გამარჯვებულის ვინაობას
Irakli Apkhaidze
25 მაისი 2018 17:05
0
ყველა გამოხმაურება
დასცა არა დაახეტქა, თვითოდ დაუცდა ფეხი
Irakli Apkhaidze
25 მაისი 2018 16:00
0
დღეს რაც მოხდა, ძალიან საწყენია მაგრამ როგორც იტყვიან: "ზოგი ჭირი მარგებელია".
დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან მობილიზებული გამოვა ტოჩინოშინი და კაკურიუს დაამარცხებს. დღეს რომ მოეგო, შესაძლოა ოდნავ მოდუნებულიყო. არადა, ხვალინდელი ბრძოლა გადამწყვეტია!
qomagi
25 მაისი 2018 15:11
0
არაფერია, ამხელა მარათონს წაგებაც შეიძლება გამორეოდა, ია ხვალ კი დიდი მობილიზებაა საჭირო, აი ისეთი ლევანმა რომ იცის დიდი ბრძოლის წინ. დიდი წარმატებები ლევანს.
გიზოგ
25 მაისი 2018 15:07
0
ძალიან დიდი ფიზიკური და ემოციური ენერგია წაიღო ჰაკუჰოსთან ბრძოლამ,თუმცა მოგებად ღირდა,შოდაისთან კი ჩემი აზრით ცოტა იჩქარა,მაგრამ არა უშავს,ხვალ კაკურიესთან უნდა გაიმარჯვოს,ბოლო დღეს ჰაკუჰო-კაკურიეს ბრძოლაა
გამარჯვებებს გისურვებ ლევან გორგაძე-ტოჩინოშინო!
დავით
25 მაისი 2018 14:15
0
ცოტა იჩქარა, ზედმეტად თავდაჯერებული გავიდა, მთავარია ხვალ მობილიზება მოახერხოს
mamuka
25 მაისი 2018 14:01
0
ამ "წმინდა" სპორტსაც ტოტალიზატორის მყრალი სუნი უდის სავარაუდოდ. სხვა მხრივ წარმატებები ტოჩის.
............
25 მაისი 2018 13:55
14
ძვირფასო მეგობრებო ყურებს ნუ ჩამოვყრით, ამ წაგებით არაფერი შეცვლილა რადგან კაკარიუ მაინც დასამარცხებელი გვყავს ყველა ვარიანტში. ლევანს რომ წაეგო მხოლოდ კაკარიუსთან ბალანსი გვექნებოდა 14-1 თან. და ბოლო ბრძოლაში ჰაკუჰოს იმედზე უნდა ვოფილიყავით, ჰაკუჰო არცერთ შემთხვევაში არ დათმობდა ბრძოლას განგებ კაკარიუსთან, მაგრამ ვაიდა წაეგო თანაბარი ბალანსით მაინც კაკარიუ იღებდა იმპერატორის თასს. ასე რომ ხვალ, დამოუკიდებლობის დღეს კაკარიუს ძლევის შემდეგ იმპერატორის თასი გარანტირებული გვაქვს.
დღევანდელი მარცხი კი მოტივაციისათვის შესაძლოა უკეთესიც იყოს ლევანისთვის, რადგან კაკარიუ ყველაფერს იკადრებს ხვალინდელი ბრძოლის მოგებისათვის.ის ხომ ჰაკუჰო არ არის.
დარწმუნებული ვარ რომ დისტანციის დაცვას შეეცდება და მერე ლაჩრულად გვერდზე გახტება როგორც დღეს შოდაი. იმედია ლევანი ხვალ აღარ წამოეგება ანკესს და თავის ბრძოლას მოახვევს თავს მოწინააღმდეგეს. გაკვეთილი უნდა იყოს დღევანდელი წაგება ხვალინდელი ბრძოლისათვის.
imereli
25 მაისი 2018 13:51
3
კაკურიესთან მაინც მოსაგები ქონდა და თუ მოიგებს ჩემპიონია. ასე რომ ბევრი არაფერი შეცვლილა
1
25 მაისი 2018 13:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული