წამითაც არ მიფიქრია ვინმესთან წაგებაზე! - ტოჩინოშინი ტრავმაზე, ჰაკუჰოსა და შოდაიზე

AutoSharing Option
სუმოს ქართველი ფალავანი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კაკურიოსთან ბრძოლისას მიღებულ ტრავმაზე, ჰაკუჰოს ძლევასა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ორ ადგილას მაქვს გატეხილი მაჯის ძვალი... დასვენება არ გამოდიოდა და გადავწყვიტე, ბოლომდე, გამაყუჩებლის დახმარებით მეჭიდავა.

- უძლეველ "იოკოძუნა" "ჰაკუჰოსთან" შეხვედრამდე გრძნობდი, რომ მოვიდა დრო, ნავსი გაგეტეხა და სუმოს ყველა დროის რეკორდსმენი დაგემარცხებინა?
- რაც ბაშო დაიწყო, წამითაც არ მიფიქრია ვინმესთან წაგებაზე! ფიზიკურადაც კარგად ვიყავი მზად და მეცამეტე შეხვედრამდე ყველაფერი კარგად იყო... "ჰაკუჰოს" რის
ხარჯზე ვაჯობე? ალბათ, უფრო - ძალით. არ მივეცი ჭიდაობის შესაძლებლობა, ისე მაგრად ჩავავლე ორივე ხელი, არაფრის დიდებით გავუშვებდი! ..."ჰაკუჰოს" არაფერი უკადრია, ისე მეჭიდავა, როგორც "იოკოძუნას" შეჰფერის!

- "თეთრი ფენიქსი" ყველაზე ტიტულოვანი და ცნობილი სუმოისტია, მაგრამ... ბრძოლის წინ ისეთი თავდაჯერებული გამოხედვა აქვს ხოლმე... ამპარტავანია?
- არანაირად, სინამდვილეში წესიერი, თავმდაბალი და ღირსეული კაცია! არც მეორე მონღოლი "იოკოძუნაა" ამპარტავანი. ყოველ შემთხვევაში, "ასაშორიუს" არცერთს შევადარებ: ის ნამდვილი "ცეცხლი" იყო, გამოჩნდებოდა თუ არა - არიქა, "იოკოძუნა" "ასაშორიუ" მოდისო და... უნდა გენახათ, ვინ სად იმალებოდა!

- მეოთხე მაეგაშირა "შოდაისთან" წაგება რის ბრალი იყო?
- ვიჩქარე... თავიდან "მავაშზე" წავედი, მაგრამ რაკი მეტოქის ქამრით დაჭერა ვერ მოვახერხე, გადავწყვიტე, ყელში მიწოლით გამეყვანა დოჰიოდან. ვცდილობდი, ხელების დაჭერის შესაძლებლობა არ მიმეცა და სიჩქარეში შეცდომა დავუშვი. წაქცევისას "თავარაში" (რკალი, რომლითაც სუმოს მოედანი - დოჰიოა შემოსაზღვრული. - რ.შ.) ჩამყვა ხელი, სხეულის მთელი სიმძიმე მაჯას დააწვა და ძვალი ორგან გატყდა...

იხილეთ გაგრძელება kvirispalitra.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუცილებლად უნდა დავხვდეთ აეროპორტში ჩვენ ქართველ ლომს როცა ცოტა ხნით ეწვევა საქართვრლოს, უნდა ვაჩუქოთ ის ბედნიერი განცდა რომელივ მან გვაჩუქა თავისი თავდაუზოგავი ბრძოლით... ტოჩიიიი გენაცვალეეე
გეგა
09:10 29-05-2018
0
4 ივნისს გამთენიისას ჩამოვა საქართველოში. 7 ივნისს ძმის ქორწილი აქვს. სულ 5 დღე უშვებენ
ალეკო
08:50 02-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული