ტოჩინოშინს მცხეთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ქართველ ოძეკ ლევან გორგაძესთან (ტოჩინოშინი) შეხვედრა გაიმართა. ზაზა გაბუნიას თქმით, ლევან გორგაძე იაპონიაში საქართველოს სახეა.

"მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება, შევხვედროდი ადამიანს, რომელმაც იაპონიაში საქართველოს ისტორია დაწერა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მადლიერი ვარ მისი და ამავდროულად, აღფრთოვანებული მისი ამ წარმატებით, მის მიერ დაპყრობილი მწვერვალით და შესაძლებლობებით, რითიც არის დაჯილდოებული ლევან გორგაძე. ის დღეს საქართველოს სახეა იაპონიაში“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან
აცნობეს, იმპერატორის თასის მფლობელ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირები.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტოჩის მარცხნივ რომ სუმოისტი დგას ვინ არის ? ვერ ვიცანი
gerd miuleri
16:55 05-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული