"ვიღაცისთვის ბრძოლა სამი წამია, მაგრამ ჩვენ ამ სამი წამისთვის ყველაფერს ვდებთ"

AutoSharing Option
კავკასიის უნივერსიტეტში ქართველმა ოძეკმა ტოჩინოშინმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ლევან გორგაძემ საკუთარ კარიერაზე ისაუბრა და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

ლევანი კარგ მებრძოლთან ერთად კარგი მოსაუბრეც გამოდგა. 

"მთელმა საქართველომ, თითოეულმა ადამიანმა მომეცით ძალა იმისთვის, რომ ამ დონემდე მიმეღწია.

მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო იმ გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვის, გაღიმებული სახეებისა და თბილის სიტყვებისთვის, რამაც ამდენი შემაძლებინა.

მიხარია, რომ ამ ყველაფრით საქართველო-იაპონიას შორის საფუძველი ჩაეყარა ახალ ეკონომიკურ და ბიზნესურთიერთობებს.

იაპონიაში გამოჩნდა კომპანია, რომელიც ყველა ჩასულ ქართველ სპორტსმენს უზრუნველყოფს გამაჯანსაღებელი ცენტრით, ვარჯიშებით, მასაჟებით და ა.შ.

ტოჩინოშინი სტუდენტებთან და მედიასთან შეხვედრაზე

მაგალითად, იაპონიაში ამხანაგური შეხვედრის დროს ქართველ მორაგბეებს ექნებათ სრული მხარდაჭერა ამ გამაჯანსაღებელი ცენტრიდან და ამავდროულად, მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში. ეს თითქმის სპორტის ყველა სახეობას შეეხება, ტურნირი იქნება ეს თუ შეკრება. 

ნაგოიას ბაშო იწყება ივლისში. დარჩენილია არც ისე დიდი დრო. 11-ში ვბრუნდები ტოკიოში, 24 ივნისს მივდივარ ნაგოიაში.

ხელის ტრავმას რაც შეეხება, პატარა ძვალი მაქვს მაჯაში გატეხილი და ღმერთის წყალობით ვგრძნობ, რომ მირჩება.

ვფიქრობ, ნაგოია ბაშოზე მესამე იოკუძუნა კისენასოტო არ გამოვა, რადგან თუ გამოვა, შეიძლება ეს მისთვის ბოლო გამოსვლა იყოს. მე მინდა, რომ შეძლოს, გააგრძელოს ასპარეზობა და ასე უნდა გულშემატკივარსაც.

ერთი წელი გახდა, რაც ჰაკუჰოსთან ნაჭიდავები არ მქონდა. ისე ვიყავი ამ ბაშოსთვის განწყობილი, ვგრძნობდი, რომ ეს ბაშო ჩემთვის კარგი იქნებოდა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ 12 მოგების შემდეგ ორი შეხვედრა წავაგე. ჰაკუჰოს რაც შეეხება, დარწმუნებული ვიყავი 90%-ით, რომ მოვუგებდი.

როგორც ამბობენ საქართველოში, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მსურს, რომ იოკუძუნა გავხდე და ეს დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ საფეხურს მივაღწიო. 

ჩვენი დილა იწყება ექვსის ნახევარზე, რის შემდეგაც შვიდ საათზე ვარჯიშებს ვიწყებთ, ვიკვებებით ჩვეულებრივად და განსაკუთრებული მენიუ არ გვაქვს.

ვიღაცისთვის ბრძოლა სამი წამია, მაგრამ ჩვენ ამ სამი წამისთვის ყველაფერს ვდებთ და გაუჩერებლად ვემზადებით", - აღნიშნა გორგაძემ.

altტოჩინოშინს მცხეთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

altქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

altტოჩინოშინი საქართველოშია - ლევან გორგაძეს აეროპორტში უამრავი ადამიანი დახვდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
გენაცვალე ლევან!!! წარმატებები!!!
soxumeli veterani
21:52 08-06-2018
0
არ მომწონს ეს კაცი. ქართველს მაინც გავდეს, ნამდვილი იაპონელია
სტეფანეს ფანი
21:06 08-06-2018
39
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული