ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს გამოეთიშა

AutoSharing Option
სუმოს სამყაროში დღეს, კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი გავრცელდა. ნაგოია ბაშოს ამჯერად ტრავმის გამო ტოჩინოშინი გამოეთიშა.

როგორც ცნობილია გუშინდელი ორთაბრძოლის დროს ლევან გორგაძეს მარჯვენა ფეხზე თითებს შორის მყესი გაუწყდა და ამ ეტაპზე სიარულიც კი უჭირს. 

ქართველი სეკიტორს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ნაგოია ბაშოს მოგების, მისი მთავარი კონკურენტები იოკუძუნებიც ტრავმის გამო გამოეთიშნენ ტურნირს.

ტოჩინოშინმა ექვსი ბრძოლა გამართა, ხუთში გაიმარჯვა და ბოლო ბრძოლაში ტამავაშისთან დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაში მის მეტოქეს პირველ მაეგაშირა შოდაის გამარჯვება ჩაეწერება.

altნაგოია ბაშო. VI დღე: იოკოძუნები აღარ არიან, ტოჩინოშინმა კი პირველად წააგო [VIDEO]

altნაგოია ბაშოდან კაკურიუც მოიხსნა - ტოჩინოშინს იოკოძუნები

გზას ვეღარ გადაუღობავენ

altტოჩინოშინის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჰაკუჰო ტურნირიდან მოიხსნა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლევანის ფეხის უკანა კუნთებს დააკვირდით ბრძოლის დროს,ეს თეთრი ლაქები მემგონი დიაბეტისგან არის,ღმერთმაქნას ვცდებოდე!
გიორგი
15 ივლისი 2018 12:17
0
არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით მაგრამ ტრავმებისკენ მიდრეკილება ჩვენს სპორტსმენებში (იგივე რაგბი, ფეხბურთი, ჭიდაობა) 90 წლებში ბავშვობაგამოვლილებს ახასიათებთ და მაშინდელი დუხჭირი ცხოვრების ანარეკლი მგონია ეს როცა ყველაფრის დეფიციტი იყო რაც ჩვილისთვის ან ბავშვის ჯანმრთელობის ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო.
b-52
14 ივლისი 2018 23:41
1
მე ვერ ვხვდები რას წერთ? ლევანის სახეს შეხედეთ? ამის შემდეგ წერთ, რომ ეს სპეციალურად გააკეთა?
გულშემატკივარი
14 ივლისი 2018 20:43
1
"ანესთეზიოლოგი" -ს: ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამის გამო გადაწყვიტა "სიარულიც უჭირდეს" (იხ. სტატია)?
ლევან
14 ივლისი 2018 13:20
0
მე ჩემი აზრი დავაფიქსირე და დავასაბუთე კიდეც. ასეთი რაღაცეები სუმოში ძალიან ხშირად ხდება. თქვენ რა, კაკურიუს "სახსრის ანთება" დაიჯერეთ? ამას აკეთებენ ძლიერები და თუ ეს მართლაც ასეა, ნიშნავს რომ ამ კაცისათვის მხოლოდ მაეგაშირებითა და სეკიტორ-ოძეკებით სავსე ბაშოს მოგება არაფერია და უფრო დიდ მიზნებს ისახევს. ვიმეორებ ეს ჩემი პირადი აზრია მაგრამ არა ლოგიკას მოკლებული.
ანესთეზეოლოგი
14 ივლისი 2018 15:13
5
სამწუხაროა, მარა დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება საბრძოლველად!

პ.ს. ტამავაშისთან დამარცხდა და არა კოტოშოგიკუსთან.
აპოლონიუს
14 ივლისი 2018 11:05
0
ძალიან საწყენია!
მერაბი
14 ივლისი 2018 11:00
1
ჩემი აზრით ლევანმა დაზოგა ენერგია და სპეციალურად გამოეთიშა ბაშოს. მისი ტრავმებისადმი მიდრეკილებისგანაც დაიცვა თავი. როგორც გუშინ ითქვა ლევანს იოკოძუნობის კანდიდატობისათვის სჭირდებოდა ბაშოს მოგება 15-0 ბალანსით, რადგან იოკოძუნები აღარ იყვნენ ბაშოზე. ლევანმა წააგო და გადაწყვიტა აღარ ეჭიდავა ისევე როგორც გადაწყვიტეს იოკოძუნებმა. ლოგიკურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, ლევანს ჰქონდა შანსი ბაშოს მოგების, მაგრამ ეს მისთვის სარეიტინგო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა. მან გადაწყვიტა თავი დაეცვა ტრავმებისაგან და მომზადებულიყო შემდეგი ბაშოსათვის, რომელიც სავარაუდოდ უძლიერესი იქნება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რადგან იჭიდავებს სამივე იოკოძუნა. აქედან გამომდინარეობს აზრი, რომ ტოჩიმ თამასა ძალიან მაღლა ასწია, მას აღარ აწყობს ბაშოს მოგება იოკოძუნების გარეშე და ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ მთელი გათვლა აქვს იოკოძუნას ტიტულზე. ვისაც ესმის სუმო და მხოლოდ უბრალო გუშემატკივრის რანგში არ ადევნებს თვალს, მიმიხვდება რატომ გამოვიტანე ასეთი დასკვნა.
ანესთეზეოლოგი
14 ივლისი 2018 10:52
8
ჯიმი, ძერჟი გიტარუ.
ვვვ
14 ივლისი 2018 10:39
5
გიტარუ ი მაიუ ტოჟე დერჟი :)) ჩუვაკ ნესჩასტნი...
jimi
14 ივლისი 2018 15:42
1
ლევან გამხნევდი შენ სუმოს დიდი ჩემპიონი ხარ და იოკუძაც მალე გახდები ჩვენ ყველას ამის გვჯერა მალე გამოჯამრთელებას გისურვებ წარმატებებს.. გვიყვარხარ და გვეამაყება შენი გვჯერა...
ქართველი
14 ივლისი 2018 10:25
2
იმდენი ატლიკინეს ენები სანამ არ მიათარსეს კაცი
jimi
14 ივლისი 2018 10:13
6
თუ ასე გინდა გულის მოფხანა კი ბატონო, დაითარსა, ჯადო გაუკეთეს და ა.შ. ეს ცუდი შემთხვევითობა იყო სამწუხაროდ. სპორტში ტრავმებისგან არავინაა დაზღვეული.
ლევანი
14 ივლისი 2018 19:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული