ბანძუკე განახლდა - ტოჩინოშინი და გაგამარუ დაქვეითების საფრთხის ქვეშ

AutoSharing Option
იაპონური სუმოს ასოციაციამ დღეს ბანძუკეს რეიტინგი განაახლა, რომლითაც აკი ბაშოზე იხელმძღვანელებენ.

ლევან გორგაძე
ტოჩინოშინი აკი ბაშოზე კვლავ ოძეკის წოდებით წარდგება, მის ტიტულს არაფერი ემუქრება, თუმცა ქართველი ფალავანი კადობანშია ჩაყენებული და მას აუცილებლად მართებს ტურნირის კაჩი-კოშით დასრულება (დადებითი ბალანსი). 

თეიმურაზ ჯუღელი
საკმაოდ რთულად აქვს სიტუაცია გაგამარუს, რომელიც ახალ რეიტინგში აღმოსავლეთის მე-12 ნომერი აღმოჩნდა. მას სეკიტორის სტატუსის შესანარჩუნებლად აუცილებლად ესაჭიროება 8 ბრძოლის მოგება. არის შანსი, რომ მაკე-კოშის შემთხვევაშიც არ დაქვეითდეს, თუმცა ეს გარკვეულწილად გამართლებაზეც იქნება დამოკიდებული.

აკი ბაშო ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში 9 სექტემბერს
იწყება და 15 დღეს გაგრძელდება. 28 აგვისტოდან კი სუმოისტები მომზადების აქტიურ ფაზაში გადავლენ.

altსასიხარულო ინფორმაცია: ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

altნაგოია ბაშოს შეჯამება - გაგამარუ, ტოჩინოშინი და მისი მეგობარი მიტაკეუმი

მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედი მაქვს მოიგებს ბანძუკის წოდებას. წარმატებები
შავი ზღვა მზის ჩასვლისას
19:56 29-08-2018
1
გიორგიძუკუ როდის იწყება შე ვიტომ ქართველო? რა ბოღმა უნდა იყო რო ეგ დაწერო
rustavi
18:42 27-08-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული