სულ რაღაც 4 დღე რჩება აკი ბაშოს დაწყებამდე და მთელი სუმოს სამყარო დიდ მოლოდინშია. როგორც იაპონური გამოცემები წერენ, ტურნირზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია და "რიოგოკუ კოკუგიკანის" დარბაზში ერთ-ერთ ისტორიულ ბაშოს ელოდებიან.
ეს, ძირითადად, იმით არის გამოწვეული, რომ თითქმის ყველა სეკიტორი იქნება და კონკურენცია პიკს აღწევს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ამ ბაშოზე სამი იოკუძუნა იასპარეზებს: ჰაკუჰო, კისენოსატო და კაკურიუ. არც ოძეკები დააკლდებიან ტურნირს - ტოჩინოშინი, გოეიდო
მოგეხსენებათ, ჩვენი ფალავანი ლევან გორგაძე კვლავ ოძეკის სტატუსით იასპარეზებს, თუმცა, თუ დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, ის ამ ტიტულს დაკარგავს.
ტოჩინოშინი აქტიურად ემზადება და სუმოს სკოლებში სხვადასხვა საგამოფენო ბრძოლას აწყობს. მომზადების პროცესი მთლად კარგად არ წარიმართა კასუგანოში. მან 26 ორთაბრძოლა გამართა - მიტაკეუმთან (სეკივაკე), ტოჩიუზანთან (მე-7 მაეგაშირა) და აოიამასთან (მე-10 მაეგაშირა). ამ შეხვედრებში ლევანმა მხოლოდ 15 ბრძოლის მოგება შეძლო და 11-ში მარცხი განიცადა.
ქართველმა ეს შედეგი ასე განმარტა: ნორმალურია ამ რაოდენობის მარცხი, მაგრამ მე ვცდილობ, სუმო უფრო აქტიურად შევიგრძნო. მე ვმუშაობ ამაზე და ვფიქრობ, უკეთესობა იქნება.
ჩვენებური კოკუგიკანის სკოლაშიც იმყოფებოდა, სადაც იოკუძუნებთან სპარინგები კაკურიუსა და კისენასატოსთან თითო მარცხით წარიმართა. სამაგიეროდ, სეკივაკე იჩინოჯო 7:1 გაანადგურა.
ტოჩინოშინის ხელებში - საინტერესო ფოტოსესია იაპონიაში [PHOTO]
ბანძუკე განახლდა - ტოჩინოშინი და გაგამარუ დაქვეითების საფრთხის ქვეშ