ტოჩინოშინის ამბები - მზადების პროცესი რთულად მიდის

AutoSharing Option
*ტოჩინოშინის სურათი სუმოს მთავარ ბანერს ამშვენებს

სულ რაღაც 4 დღე რჩება აკი ბაშოს დაწყებამდე და მთელი სუმოს სამყარო დიდ მოლოდინშია. როგორც იაპონური გამოცემები წერენ, ტურნირზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია და "რიოგოკუ კოკუგიკანის" დარბაზში ერთ-ერთ ისტორიულ ბაშოს ელოდებიან.

ეს, ძირითადად, იმით არის გამოწვეული, რომ თითქმის ყველა სეკიტორი იქნება და კონკურენცია პიკს აღწევს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ამ ბაშოზე სამი იოკუძუნა იასპარეზებს: ჰაკუჰო, კისენოსატო და კაკურიუ. არც ოძეკები დააკლდებიან ტურნირს  - ტოჩინოშინი, გოეიდო
და ტაკაიასუ აკი ბაშოზე იქნებიან. არც ქვედა იერარქიებშია ნაკლებობა, სეკივაკეებიცა და კომოსუბებიც სრული შემადგენლობით მოგვევლინებიან.

მოგეხსენებათ, ჩვენი ფალავანი ლევან გორგაძე კვლავ ოძეკის სტატუსით იასპარეზებს, თუმცა, თუ დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, ის ამ ტიტულს დაკარგავს.

ტოჩინოშინი აქტიურად ემზადება და სუმოს სკოლებში სხვადასხვა საგამოფენო ბრძოლას აწყობს. მომზადების პროცესი მთლად კარგად არ წარიმართა კასუგანოში. მან 26 ორთაბრძოლა გამართა - მიტაკეუმთან (სეკივაკე), ტოჩიუზანთან (მე-7 მაეგაშირა) და აოიამასთან (მე-10 მაეგაშირა). ამ შეხვედრებში ლევანმა მხოლოდ 15 ბრძოლის მოგება შეძლო და 11-ში მარცხი განიცადა.

ქართველმა ეს შედეგი ასე განმარტა: ნორმალურია ამ რაოდენობის მარცხი, მაგრამ მე ვცდილობ, სუმო უფრო აქტიურად შევიგრძნო. მე ვმუშაობ ამაზე და ვფიქრობ, უკეთესობა იქნება.

ჩვენებური კოკუგიკანის სკოლაშიც იმყოფებოდა, სადაც იოკუძუნებთან სპარინგები კაკურიუსა და კისენასატოსთან თითო მარცხით წარიმართა. სამაგიეროდ, სეკივაკე იჩინოჯო 7:1 გაანადგურა.

altტოჩინოშინის ხელებში - საინტერესო ფოტოსესია იაპონიაში [PHOTO]

altბანძუკე განახლდა - ტოჩინოშინი და გაგამარუ დაქვეითების საფრთხის ქვეშ

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ტრავმა ბოლომდე მოირჩინა,დადებითი ბალანსი პრობლემა არ იქნება.სწორედ ჯანმრთელობას ვუსურვებ ლევანს,ხოლო შედეგებში ეჭვიც არ მეპარება.
სოსო
05 სექტემბერი 2018 14:14
0
რატო ანიჭებთ მოგებებას დიდ მნიშვნელობას? მთავარია ვარიანტებიდან აარჩიო საუკეტესო აბა ტურნირზე მაგის საშუალება ექნება? ბოლომდე თავის კოზირებს არცერთი სუმოისტი გამოაჩენს თან აქ ვერც განეწყობი მოსსაგებად ბოლომდე
ნოდო
05 სექტემბერი 2018 12:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული