ბაშო ტოჩინოშინმა იაპონელ ჩიოტარიუსთან დაპირისპირებით გახსნა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 4:2-ზე ჰქონდა. ქართველმა ფალავანმა ცუპატებით შეუტია, შემდეგ მავაშში დაიჭირა და მეტოქე ცურიდაშით გადაიყვანა დოჰიოდან.
შეგახსენებთ ქართველი ფალავანი კადობანშია ჩაყენებული და მას აუცილებლად მართებს დადებითი ბალანსის დაფიქსირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკობას დაკარგავს.
რაც შეეხება გაგამარუს მისი მეტოქე ჯურიო ლიგის მე-12 ნომერი, იაპონელი ჰაკუიოძანი იყო. რომელთანაც ქართველი სუმოისტი იორიკირით დამარცხდა.
- წინა ბაშოს გამარჯვებულმა მიტაკეუმმა პირველი ბრძოლა მესამე მაეგაშირა შოდაისთან გამართა, რომელიც ოშიდაშით დაამარცხა.
- ოძეკმა ტაკაიასუმ მეორე მაეგაშირა იოტაკაიამა იორიკირით დაამარცხა.
- ოძეკი გოეიდო პირველ მაეგაშირა კაისეისთან მოულოდნელად იორიკირით დამარცხდა.
- ახლახანს დაბრუნებულმა იოკუძუნა კისენასატომ პირველ ბრძოლაში პირველ მაეგაშირა იკიოის იორიკირით სძლია.
- იოკუძუნა ჰაკუჰომ კომოსუბ ტამავაშის იორიკირით სძლია.
- კომოსუბი ტაკაკეიშო იოკუძუნა კაკურიუმ ოშიტაოშით დაამარცხა .
ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი იუტაკაიამა იქნება, რომელსაც ერთადერთხელ მაისში ნაცუ ბაშოზე შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა.
ნაცუ ბაშო. VI დღე: მძიმე ბრძოლა - ტოჩინოშინმა მეტოქე აცრემლებული გაუშვა [VIDEO]
აკი ბაშომდე ერთი დღით ადრე - ტოჩინიშინისა და გაგამარუს ამბები