აკი ბაშო. III დღე: ტოჩინოშინი უხერხულ მეტოქესთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 სექტემბერს აკი ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა, რომელიც ტოჩინოშინისთვის სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა.

ლევან გორგაძე იაპონელ კომუსუბის, ტაკაკეიშოს შეხვდა და ჰიკიტოშით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ტოჩინოშინს ტაკაკეიშოსთან 1:3 ჰქონდა ბალანსი, ამ მარცხის შემდეგ კი მათი ურთიერთშეხვედრების ბალანსი 1:4-ზე გახდა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი ტამავაში იქნება, რომელსაც აქამდე ქართველმა ფალავანმა 15-ჯერ მოუგო და 8-ჯერ დამარცხდა.

სამწუხაროდ, ჯურიო დივიზიონში გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჩიონოუმისთან ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა. ამ დროისთვის გაგამ
არუს უარყოფითი ბალანსი (1:2) აქვს. მისი მომდევნო მეტოქე იაპონელი ენჰო იქნება, რომელსაც აქამდე არ შეხვედრია.

მესამე საშეჯიბრო დღის შემდეგ კერკეობით მარცხის გარეშე ასპარეზობენ: იოშიკაძე, ნიშიკიგი, კოტოშოგიკუ, ჰოკუტოფუჯი, ასანოიამა, მიტაკეუმი, ტაკაიაში, ჰაკუჰო, კაკურიუ, კისენოსატო.

altაკი ბაშო. II დღე: ტოჩინოშინი სრული სვლით - ქართველის მორიგი გამარჯვება! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ გვერძე გახტომას თუ "გაქცევას" რამეს თუ მოუხერხებენ, ძალიან კარგი იქნება.
რაღაც არასპორტული საქციელი მგონია და მიმაჩნია, რომ ასე ვერაგულად მოგება არ უნდა ითვლებოდეს.
დათო
16:19 13-09-2018
0
ჯერ არაფერია დაკარგული. შეიძლება ბაშოს მოგება. ამას ველით შენგან.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული