აკი ბაშო. X დღე: ტოჩინოშინმა კაისეი დოჰიოდან გადაიყვანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 სექტემბერს, აკი ბაშოს X საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მე-6 მოგება მოიპოვა.

ლევან გორგაძემ ბრაზილიელი კაისეი იორიკირის ილეთით დაამარცხა, მასთან პირადი ბალანსი კიდევ უფრო გამოიკეთა და ამ დროისთვის სამი მოგებით სჯობნის (10:7).

ამ მოგების შემდეგ ქართველ ფალავანს ტურნირზე ბალანსი 6:4-ზე აქვს. 2 მოგებაც და გორგაძე დადებით ბალანსს გაიფორმებს, რის შემდეგაც მას ოძეკის წოდების დაკარგვა აღარ დაემუქრება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე იოკოძუნა კაკურიო იქნება, ვისთანაც ქართველს ძალიან ცუდი ბალანსი 2:22-ზე აქვს. აღსანიშნავია, რომ იოკოძუნა აკი ბაშოზე ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

სასიხარულო ამბავი
გვაქვს ჯურიო ლიგიდან, სადაც ქართველი ფალავანი თეიმურაზ ჯუღელი ასპარეზობს. მან სეიო ოშიდაშის ილეთით დაამარცხა და ამ დროისთვის ბალანსი 5:5-ზე აქვს. გაგამარუს კიდევ 3 მოგება სჭირდება, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს.

მისი მომდევნო მეტოქე კიოკუშუჰო იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 7:11-ზე აქვს.

alt აკი ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინი იოკოძუნა კისენოსატოსთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერ მოასწრო აღდგენა ლევანმა,მაგრამ კაჩიკოშს უეჭველად შეასრულებს.მე გაგამარუ უფრო მეფიქრება,მისი მდგომარეობა ხომ ვიცით და წარმომიდგენია რა დღეშია.
სოსო
17:00 18-09-2018
0
მთავარია 8 მოგება მიითვალოს და ოძეკის ტიტული დაიტოვოს! შემდეგი ბაშოს იმედი გვაქვს, ლევან!
მერაბი
16:44 18-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული