აკი ბაშო. IX დღე: ტოჩინოშინი იოკოძუნა კისენოსატოსთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 17 სექტემბერს, აკი ბასოს IX საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მე-4 მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე იოკოძუნა კისენოსატოსთან იორიკირის ილეთით დამარცხდა და მასთან პირადი ბალანსი 9:17-ზე გაუხდა, ხოლო ტურნირზე ქართველს ბალანსი 5:4-ზე აქვს. მას 3 მოგება სჭირდება, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა, ბრაზილიელი კაისეი იქნება, ვისთანაც დადებითი ბალანსი 9:7-ზე აქვს.

სამწუხაროდ, ჯურიო ლიგაში დამარცხდა გაგამარუ, რომელმაც ტობიზარუსთან ოკურიდასის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ თეიმურაზ ჯუღელს უარყოფითი ბალანსი 4:5-ზე აქვს. ქართველს 4 გამარჯვება სჭირდება, რომ ტურნირზე დადებითი ბალანსი
გაიფორმოს, თუმცა ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან ჯუღელს ტრავმა აწუხებს.

მისი მომდევნო მეტოქე სეირო იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 3:5-ზე აქვს.

altაკი ბაშო. VIII დღე: ოძეკების ბრძოლა ტოჩინოშინის მარცხით დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიდი ტოჩი.. მიაწექი... წარმატებები
fifa
17:05 17-09-2018
0
ხალხო, ნუ გიკვირთ. არ დაგავიწყდეთ, რამდენი ნაკერი ადევს წარბზე. სხვა საერთოდ მოიხსნებოდა ტურნირიდან. მე წარმატებას ვუსურვებ და მინდა მჯეროდეს, რომ დააგროვებს რვა მოგებას, მაგრამ, კიდევაც რომ ვერ შეძლოს, ნოემბრის ასპარეზობაზე 10 მოგების შემთხვევაში ავტომატურად დაიბრუნებს ოძეკის წოდებას. წარმატებები, ლევან! ერთგული ქომაგი ბევრი გყავს საქართველოშიც და მანდაც!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული