ვარჯიშები, ფოტოსესიები, ოფიციალური შეხვედრები - ტოჩინოშინის ამბები ბაშომდე 5 დღით ადრე

AutoSharing Option
კიუშუ ბაშოს დაწყებამდე სულ რაღაც 5 დღე დარჩა და ქართველი სუმოისტები აქტიურად ემზადებიან.

სუმოისტებმა საგამოფენო მოგზაურობა ქალაქიდან ქალაქში დაასრულეს. ახლა ყველანი ფუკოაკოში არიან შეკრებილები და მოსამზადებელ ვარჯიშებს მართავენ.

Sportall.Ge

ბოლო ვარჯიში ქართველმა ფალავანმა მიტაკეუმთან, ტოჩიოზანთან და აოიამასთან გამართა, ის სულ 19-ჯერ შეერკინა მათ და მათგან 11 შეხვედრა მოიგო. ქართველმა ვარჯიშების დროს მცირე კომენტარიც გააკეთა: "ყველა საკმაოდ კარგად მომზადებულია. ერთმანეთთან ვარჯიში ჩვენ ძალიან დიდ სხვაობას გვაძლევს. მე ვცდილობ, დადებით განწყობაზე ვიყო, რადგან წინ რთული დღეები გველის".

Sportall.Ge

თუმცა ქართველი სეკიტორი ყურადღების ცენტრშია და
ვარჯიშს ნაკლებად აცლიან. ის და რამდენიმე სუმოისტი ფუკოაკოს გუბერნატორს შეხვდნენ, შემდეგ კი - ავსტრალიის დელეგაციას, რომელიც იაპონიაში იყო.


Sportall.Ge

ტოჩინოშინს არც ფოტოსესიებში მონაწილეობა აკლია. სულ ბოლოს ფოტოები მან გეიშებთან გამოაქვეყნა. გეიშა ტალანტის მქონე ადამიანს ნიშნავს, რომელსაც ძალიან დიდი როლი უჭირავს იაპონურ კულტურაში. მათი მოვალეობა დადებითი განწყობის შექმნაა.



Sportall.Ge

პარალელურად, აქტიურად ამზადებენ დოჰიოს, სადაც ნახევარღმერთები წლის ბოლო ბრძოლებს გამართავენ.


altბანძუკე განახლდა - რა წოდებებით წარდგებიან ქართველები ნოემბრის ბაშოზე?

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა შენ იცი ტოჩი, შენი დიდი იმედი გვაქვს წლის ბოლო ბაშოზე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენც და ქართველ ერსაც
პაატა
09:52 07-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული