კიუშუ ბაშო. I დღე: ქართველებს სტარტი წარუმატებელი გამოუვიდათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, ფუკოაკოში კიუშუ ბაშოს პირველი საშეჯიბრო დღე გაიმართა და ქართველებს წარუმატებელი სტარტი გამოუვიდათ.

ქართველი სეკიტორის მეტოქე მონღოლი მეორე მაეგაშირა ტამავაში იყო, რომელთანაც ლევანს დადებითი ბალანსი 16:8-ზე ჰქონდა. ტოჩინოშინის მცდელობა მეტოქე მავაშში დაეჭირა წარუმატებელი გამოდგა, რითიც მონღოლმა სპორტსმენმა ისარგებლა და ქართველი დოჰიოდან ოშიდაშით განდევნა.

რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც მესამე დივიზიონში დაქვეითდა, მიუხედავად ამისა დღეს დანაკლისის გამო თავისი ბრძოლა ჯურიო ლიგაში გამართა და ლიგის მე-14 ნომერ ტომოკაძესთან ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა.

ქართველი ოძეკი ხვალ მესამე მაეგაშირა ნიშიგიკის დაუპირისპირდება, რომელთანაც ჩვენებურს დადებითი ბალანსი 2:1-ზე
აქვს. 

altხვალ კიუშუ ბაშო იწყება - ტოჩინოშინი ბაშოს მოგების მთავარი პრეტენდენტია

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაიქოქება!!! ამ ბაშოზე ჩემპიონი გახდება!
მიშა
11 ნოემბერი 2018 21:51
1
წინა ბაშოს დროს ვწერდი სანამ ჩვენი ტოში მავაშშ ეძებს მანამ პოზიციას აგებს და, თუ ვერ მოასწრო ხელის ჩავლება მერე აუცილებლად მარცხდება! ამას მე თუ ვხედავ სუმოს მაყურებელი მოწინააღმდეგის სკოლებიც (მწვრთნელებიც) ხედავენ. ასე გაუჭირდება, მე მგონი კარგი იქნება სილის გაწვნით ან ყელში ხელის ტაკებით დაიწყოს, ხან გაეცალოს კიდეც (კ ჩორტუ) და როცა მეტოქე პირველაჩქარებას დაკარგავს მერე ეცადოს იმ მავშში ხელის ჩავლებას! იმედია არ მაგინებთ. სამი თვეა ველი ამ ბაშოს და ახლაც იმედი მაქვს, რომ ტოჩი გაიმარჯვებს!
aburjga
11 ნოემბერი 2018 19:43
0
კი სილის გაწვნა და პანღური ზედგამოჭრილია.

რაც არ უნდა იყოს ბანძუკეა ბოლოსდაბოლის!
ჰამუმია
11 ნოემბერი 2018 21:21
0
მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვარ,გუშინ მორაგბეებმა დღეს ლევანმა,ტალახაძემ გამახარა კი.
zas.
11 ნოემბერი 2018 19:40
0
ეს ყველაფერი არის იმის ბრალი რომ ატეხილია აჟიოტაჟი ქართულ და იაპონურ მედიაში რადგან ის 2 არ არის მოგების მთავარი პრედედენტია დაანებეთ კაცს თავი მშვიდად როცა არის კი იცით რაც ქნა იანვარში
ნოდო
11 ნოემბერი 2018 12:44
1
ხო, რააა. დათარსეს რა!
zuka
11 ნოემბერი 2018 18:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული