"დაუჯერებელი სანახაობაა" - ფერნანდო ტორესი ტოჩინოშინის ბრძოლის ვიდეოს Instagram-ზე აქვეყნებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი 25 ნოემბერს კიუშუ ბაშოს დასკვნით დღეს დაესწრო.

34 წლის თავდამსხმელმა Instagram-ზე ქართველი ფალავნის, ტოჩინოშინის ორთაბრძოლის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მისთვის აღმაფრთოვანებელია სუმოს ლაივში ყურება.

"დაუჯერებელი სანახაობა სუმოს ფუკუოკას ტურნირზე. აღმაფრთოვანებელია ბრძოლის ლაივში ყურება. ჩემი პატივისცემა ყველა სუმოიტს და გულშემატკივარს" - წერს ფერნანდო ტორესი სოციალურ ქსელში.

"ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელი იაპონიის J1 ლიგის "საგან ტოსუში" გასულ ზაფხულს გადავიდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ტოჩინოშინს, მან ბაშო დადებითი ბალანსით
(8:7) დაასრულა და ოძეკის ტიტულის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება.

altკიუშუ ბაშო. XV დღე: ტოჩინოშინი დამარცხდა,ბაშოს 22 წლის ჩემპიონი ჰყავს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ შეუვარდნენ ქართველები ტორესს და მიუკომენტარეს ათასობით, რომ ტოჩინოშინი ქართველია? :)))
odala
28 ნოემბერი 2018 08:37
0
დაუჯერებელი რა არის აქ
ჭაღარა
27 ნოემბერი 2018 21:14
2
სინამდვილეში ბაშო დამთავრდა 9-6 და არა 8 -7!!!! ბოლო ბრძოლა 3 ჯერ მოიგო ტოჩინოშინმა!!!
aburjga
27 ნოემბერი 2018 16:51
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული