34 წლის თავდამსხმელმა Instagram-ზე ქართველი ფალავნის, ტოჩინოშინის ორთაბრძოლის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მისთვის აღმაფრთოვანებელია სუმოს ლაივში ყურება.
"დაუჯერებელი სანახაობა სუმოს ფუკუოკას ტურნირზე. აღმაფრთოვანებელია ბრძოლის ლაივში ყურება. ჩემი პატივისცემა ყველა სუმოიტს და გულშემატკივარს" - წერს ფერნანდო ტორესი სოციალურ ქსელში.
"ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელი იაპონიის J1 ლიგის "საგან ტოსუში" გასულ ზაფხულს გადავიდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ტოჩინოშინს, მან ბაშო დადებითი ბალანსით (8:7) დაასრულა და ოძეკის ტიტულის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება.
კიუშუ ბაშო. XV დღე: ტოჩინოშინი დამარცხდა,ბაშოს 22 წლის ჩემპიონი ჰყავს [VIDEO]