ლევან გორგაძემ ნიკიშიკისთან უვატენაგეს ილეთით წააგო. ამ დროისთვის მისი ბალანსი 0:2-ია. აშკარაა, რომ ტრავმა გორგაძეს ძალების ბოლომდე გამოვლენის საშუალებას არ აძლევს.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ტოჩინოშინმა მეორე მაეგაშირა ჰოკიტოფუჯისთან გამართა, რომელმაც ქართველი ფალავანი ოშიდაშით გადაიყვანა დოჰიოდან.
ლევანის მომდევნო მეტოქე მიოგირიუ იქნება, ვისთანაც დადებითი ბალანსი 12:7-ზე აქვს.
რაც შეეხება გაგამარუს, იგი პირველ დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სოკოკურაისთან ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა.
თეიმურაზ ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჩიონოუმი იქნება, ვისთანაც უარყოფითი ბალანსი 0:2-ზე აქვს.
ჰაცუ ბაშო. I დღე: ტოჩინოშინმა წელი მარცხით დაიწყო - ქართველი დოჰიოდან ოშიდაშით გადაიყვანეს