ქართველი ფალავანი სეკივაკე ტამავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ამ შეხვედრის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 0:4 გახდა. სამწუხაროდ, ლევანი ტრავმის გამო ბოლომდე ვერ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს.
ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, ვისთანაც ბალანსი 14:6-ზე აქვს.
რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოისტს, გაგამარუმ, იგივე თეიმურაზ ჯუღელმა ცურუგიშოსთან იორიკირის ილეთით წააგო და ამ დროისთვის ბალანსი 2:2-ზე აქვს.
მისი მომდევნო მეტოქე ტაკეკაძე იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 15:6-ზე აქვს.
ჰაცუ ბაშო. III დღე: ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა [VIDEO]