ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს გამოეთიშა - რა ელის ოძეკის ტიტულს?

AutoSharing Option
ქართველი ფალავანი ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს გამოეთიშა. როგორც ცნობილი გახდა, მან არსებული ტრავმის გამო მეტად აღარ გარისკა და იანვრის სუპერტურნირიდან თავი მოიხსნა.

ჯერ კიდევ ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ლევანს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა, თუმცა ქართველმა სეკიტორმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა. ლევანის მონდომების მიუხედავად, პირველ ოთხ ბრძოლაში გამოჩნდა, რომ ის უშანსოდ იყო. ტოჩინოშინი, ფაქტობრივად, მხოლოდ ხელების იმედად იბრძოდა, რადგან ფეხზე დაყრდნობას და მიძალებას ვერ ახერხებდა.

როგორც იცით, ქართველმა ოძეკმა  პირველი 4 ბრძოლა დათმო და მაკე-კოშამდე ამდენივე დაპირისპირება აშორებდა. ბაშოს დასრულების შემდეგ ლევანს
აუცილებლად ჩააყენებენ კადობანში, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტის ბაშოს თუ ის მინიმუმ 8 გამარჯვებით არ დაასრულებს, ოძეკის ტიტულს დაკარგავს.

ლევან გორგაძე რეაბილიტაციას დღეიდან იწყებს. ვიმედოვნებთ, რომ ის მომავალ ბაშოზე არათუ კაჩი-კოშზე, არამედ უფრო მეტი მიზნებითაც მოგვევლინება.

altჰაცუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინი ტრავმას და მეტოქეებს ვერ უმკლავდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგრე რა შე დალოცვილო, მიხედე თავს. ასე ტრამვას უფრო გაირთულებდი. ახლა მოხვალ ფორმაში და მარტის ბაშოზე ისევ გაგვახარებ.
Geno
09:43 17-01-2019
1
ლევანმა კარგად იცოდა,რომ წესით ამ ბაშოზე არ უნდა გასულიყო.გარისკა და მაინც გავიდა.უკვე ორი ბრძოლის შემდეგაც ცხადი იყო,რომ შანსი არ ჰქონდა და კიდევ ორი ბრძოლის გამართვა,ჩემი აზრით, ლევანის გუნდის უხეში შეცდომა იყო.რაც მოხდა,ვეღარაფერს შეცვლი.ღმერთმა ქნას,რომ ტრავმა ძალიან არ გამწვავდეს და მომდევნო ბაშოზე მაინც მოესწროს აღდგენა.არა და სულ რომ არ გამოსულიყო,ამის გაცილებით უკეთესი შანსები ექნებოდა.წარმატებებს ვუსურვებ ტოჩისაც და გაგამარუსაც.
სოსო
10:53 17-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული