ჯერ კიდევ ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ლევანს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა, თუმცა ქართველმა სეკიტორმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა. ლევანის მონდომების მიუხედავად, პირველ ოთხ ბრძოლაში გამოჩნდა, რომ ის უშანსოდ იყო. ტოჩინოშინი, ფაქტობრივად, მხოლოდ ხელების იმედად იბრძოდა, რადგან ფეხზე დაყრდნობას და მიძალებას ვერ ახერხებდა.
როგორც იცით, ქართველმა ოძეკმა პირველი 4 ბრძოლა დათმო და მაკე-კოშამდე ამდენივე დაპირისპირება აშორებდა. ბაშოს დასრულების შემდეგ ლევანს
ლევან გორგაძე რეაბილიტაციას დღეიდან იწყებს. ვიმედოვნებთ, რომ ის მომავალ ბაშოზე არათუ კაჩი-კოშზე, არამედ უფრო მეტი მიზნებითაც მოგვევლინება.
ჰაცუ ბაშო. IV დღე: ტოჩინოშინი ტრავმას და მეტოქეებს ვერ უმკლავდება [VIDEO]