ჰარუ ბაშო. II დღე: ტოჩინოშინის მოულოდნელი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 მარტს, ჰარუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა, რომელიც წარუმატებელი გამოდგა ქართველი ოძეკისთვის, ლევან გორგაძისთვის.

ტოჩინოშინი მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ამ მარცხის შემდეგ ქართველ ფალავანს ამ კონკრეტულ სუმოისტთან ბალანსი 12:9-ზე გაუხდა, ხოლო ჰარუ ბაშოზე ბალანსი 1:1-ზე აქვს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი ჰოკუტოფუჯი იქნება, ვისთანაც ბალანსი 2:2-ზე აქვს.

რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, სამწუხაროდ, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი აზუმარუსთან შიტატენაგეს ილეთით დამარცხდა. ეს გაგამარუს რიგით მეორე მარცხია ჯურიო ლიგაში (რანგით მეორე დივიზიონი).

ჯუღელის მომდევნო მეტოქე ცურუგიშო იქნება,
ვისთანაც 3:5-ზე აქვს ბალანსი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არც მოგებულ წინა შეხვედრაში მომეწონა. სულ არ გავს იმ გამარჯვებულ ტოჩის! ორეულით ხომ არ შეცვალეს ნეტავ?!
aburjga
11 მარტი 2019 19:49
0
ვერაა ფორმაში ტოჩი, რაღაც უნდა მოფიქროს ქამართან არავინ უშვებს ადვილად რა! ვნახოთ იმედია წარმატებული იქნება ეს ბაშო
zaza
11 მარტი 2019 14:11
0
სამწუხაროდ ლევანის მარცხები მოულოდნელი აღარ არის. ბაშოდან ბაშომდე სულ რეგრესია.
Gera
11 მარტი 2019 14:09
1
გასაკვირია - რატომ უჭირს ასე ?!
გლახუნა
11 მარტი 2019 13:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული