ფოტო: twitter.com/sumokyokai
23 მარტს ჰარუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღე გაიმართა.
ოძეკი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე სეკივაკე ტამავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთი დაამარცხა.
ამ გამარჯვების შემდეგ გორგაძის ბალანსი ტურნირზე 7:7-ზე გახდა და ხვალ 24 მარტს ბოლო საშეჯიბრო დღეს აუცილებლად სჭირდება მოგება, სხვა შემთხვევაში ის ოძეკის ტიტულს დაკარგავს.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტქე სეკივაკე ტაკაკეიშო იქნება, ვისთანაც ბალანსი 1:5-ზე აქვს.
რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგაში
არავაშის შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დაამარცხა. ამ მოგების
შემდეგ გაგამარუს ბალანსი 8:6-ზე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯუღელმა დადებითი ბალანსი გაიფორმა. ჯუღელის მომდევნო მეტოქე ჩიომარუ იქნება, ვისთანაც ბალანსი 3:6-ზე აქვს.