"ეს 1974 წლის შემდეგ არ მომხდარა..." - როგორ ეხმაურებიან ტოჩინოშინის ოძეკის ტიტულის დაკარგვას იაპონურ მედიაში

AutoSharing Option
24 მარტს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, ჰარუ ბაშოს დასკვნით დღეს ტაკაკეიშოსთან დამარცხდა, ბალანსი 7:8-ზე გაუხდა და ოძეკის ტიტული დაკარგა, რომელიც 2018 წლის იანვრის ბაშოზე მოიპოვა.

მომდევნო სუპერტურნირზე ის სეკივაკეს რანგით იასპარეზებს და იმ შემთხვევაში, თუ 15-დან 10 ბრძოლას მოიგებს, ოძეკის ტიტულის დაბრუნებას მოახერხებს.

აი, რას წერენ ტოჩინოშინის შესახებ იაპონურ მედიაში.

"დღის ორთაბრძოლა უეჭველად ტოჩინოშინისა და ტაკაკეიშოს დაპირისპირება იყო. ტოჩინოშინი მავაშის (ქამარი, რომელიც სუმოისტებს უკეთიათ) რიკიშია და მას უყვარს მასზე ჩაჭიდებით მეტოქის დოჰიოდან გადაყვანა. როცა ის ჯანმრთელადაა, ამის გაკეთება ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლია,
მათ შორის, იჩინოჯოსთანაც. თუ ტოჩინოშინმა ხელი ჩაგავლო, მისი შეჩერების გზა აღარ არსებობს. ამან ჰაკუჰოზეც კი გაჭრა", - ვკითხულობთ Tachai.org-ზე.

"ოძეკების დაწინაურება-დაქვეითების ბრძოლაში ტოჩინოშინი, რომელიც გასული ივლისის შემდეგ ტრავმით თამაშობს, 22 წლის ტაკაკეიშომ დაამარცხა.

ახალგაზრდა რიკიშიმ ყველაფერი იქამდე მოასწრო, სანამ ძლიერი ქართველი რეაგირებას მოახერხებდა.

მაისში ტოჩინოშინი სეკივაკეს ტიტულით გამოვა დოჰიოზე, ტაკაკეიშომ კი მისი ადგილი დაიკავა და მომდევნო ბაშოზე ოძეკის რანგით იბრძოლებს.

1958 წლის შემდეგ, როცა წელიწადში 6 სუპერტურნირიანი სისტემა შეიქმნა, ტოჩინოშინი მეორე ოძეკია, რომელიც სუმოს რანგით მეორე დონის ტიტულიდან დაბალ რანგზე მხოლოდ 5 ტურნირის შემდეგ დაქვეითდა. 1974 წლის შემდეგ კი ასეთი რამ არ მომხდარა", - წერს Japantimes.co.jp.

შემდეგი ბაშო მაისში გაიმართება. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი ფალავანი ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს.

altჰარუ ბაშო დასრულდა: ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაკარგა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
ესეთი ათლეტური ესეთი ვაჟკაცური სუმოისტი ჯერ არ ყოფილა, მოკითხვა ლევანს საქართველოდან
კახა
24 მარტი 2019 20:29
1
გული არ გაიტეხო ლევან, ჩვენი ჯიგარი ხარ. მოვა ეგ ტიტული დარწმუნებულები ვართ.
emigranti
25 მარტი 2019 02:31
1
მე შენი მჯერავს ლევან! ჩემთვის მაგალითი ხარ დაცემული როგორ უნდა ადგე! შემოგევლე ჯიშში და გენში!!!!!
მიშა
24 მარტი 2019 19:10
1
მთელი საქართველო შენთან ვართ. ჩვენი ფალავანი ხარ!!!!
კახა
24 მარტი 2019 20:23
1
15 დან 10?ერთ თვეში, ვფიქრობ ტრავმის მორჩენას მოასწრებს და შემდეგ ეს შედეგი,პრობლემა აღარ იქნება.
სოსო
24 მარტი 2019 19:52
0
მთავარია გული არ გაიტეხო და მომავალ ბაშოზე ახალი შემართებით იბრძოლე!
გიორგი
25 მარტი 2019 12:29
0
Daibrunebs da tassac moigebs. Ager naxavt! Midi leva!
Rezo
25 მარტი 2019 18:36
0
ჯანი და კუნთები არ აკლია....აი, ტაქტიკაზე/ტექნიკაზე, ნამდვილად ბევრი აქვს სამუშაო....მარტო "აწიე და მიაწექი" არ გამოდის...წარმატებებს ვუსურვებ და ტიტულის აღდგენას.
გიორგი
25 მარტი 2019 12:49
0
დათარსეთ ეს კაცი ქება-დიდებით
მთ
25 მარტი 2019 13:15
5
deikide
aleko
25 მარტი 2019 13:25
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული