ნაცუ ბაშო. IV დღე: ოთხიდან ოთხი! ერთი ნაბიჯით წინ ოძეკობისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
15 მაისს, ნაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი უკვე 4:0-ზე აქვს.

ქართველი მებრძოლის მეტოქე ტამავაში იყო, რომელიც ტოჩინოშინმა დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

აქამდე ისინი ერთმანეთს 22-ჯერ დაუპირისპირდნენ - 15-ჯერ გამარჯვება გორგაძეს დარჩა, 7-ჯერ კი მის მეტოქეს.

ლევანმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და კიდევ 6 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს.

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება,  რომელთანაც ქართველს ბალანსი 2:3-ზე აქვს.

ჯურიო დივიზიონში კი გამარჯვება კიდევ ერთმა
ქართველმა რიკიშიმ - გაგამარუმ მოიპოვა. მან კოტოიუკის სძლია და ბალანსი 3:1-ზე გაუხდა.

16 მაისს მისი მეტოქე სოკოკურაი იქნება, რომელსაც 1 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
დღეს ზედიზედ მეხუთე სიხარული გვინდა ტოჩი და აბა შენ იცი!
ბარკა
08:24 16-05-2019
0
ორ დღეში ერთხელ მაინ დადეთ ახალი სტატია, ერთი თვის წინანდელები რომ გიდევთ ბილო ფეიჯებზე, ტოჩის გაუმატჯოს ღმერთმა და ნაცუ ბაშო რომ არ დაწყებულიყო ალბათ დაიხურებოდა ეს საიტი სტატიების არქონის გამო.
Bayern
08:17 16-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული