16 მაისს, წლის მესამე სუპერტურნირის - ნაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი უკვე 5:0-ზე აქვს.
ქართველი სეკივაკეს მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:3-ზე ჰქონდა, თუმცა მეტოქეს უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლა მოუგო.
ქართველს ხუთი მოგებაღა დარჩა, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს, რომელიც გასულ ბაშოზე დაკარგა.
ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც კარიერაში 19-ჯერ შეხვდა და 14-ჯერ დაამარცხა.
ჯურიო დივიზიონში კი მარცხი იწვნია კიდევ ერთმა ქართველმა რიკიშიმ - გაგამარუმ. ის სოკოკურაისთან
დამარცხდა და ბალანსი 3:2-ზე აქვს.