ნაცუ ბაშო. X დღე: გაგამარუს დადებით ბალანსამდე ერთი მოგებაღა აშორებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 მაისს წლის მესამე სუპერტურნირის - ნაცუ ბაშოს მეათე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს.

ჯურიო დივიზიონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელმა კიოკუშუჰო იორიკირით დაამარცხა და ბალანსი 7:3-ზე გაუხდა.

მას დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან 1-ის მოგება სჭირდება, რათა კაჩიკოში გაიფორმოს, ის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას 2 სხვა რიკიშისთან ერთად ინაწილებს.

მაკუუჩი დივიზიონში კი საკუთარ ორთაბრძოლას ტოჩინოშინი კომოსუბი მიტაკეუმისთან 12:15 საათის შემდეგ გამართავს.

ქართველ ფალავანს მასთან გამართული 10 ორთაბრძოლიდან 7 მოგებული აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული