ნაცუ ბაშოს X დღე: ტოჩინოშინმა მოიგო და მიზნის მიღწევამდე 1 გამარჯვება დარჩა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს მე-9 გამარჯვება იზეიმა.

ტოჩის მეტოქე იაპონელი კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელსაც უპრობლემოდ მოუგო, ქართველმა ფალავანმა მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ლევანი ოძეკის ტიტულის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა და მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ამასთანავე, ტოჩინოშინი ჩემპიონობისთვისაც იბრძვის და ტურნირის სათავეშია. უნდა აღვნიშნოთ, რომ მისმა მთავარმა მეტოქემ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, იოკოძუნა კაკურიუმ დღეს მოიგო და ლევანის მსგავსად 9-1-ზე აქვს ბალანსი.

საკუთარი შეხვედრაში გაიმარჯვა ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა ასანოიამამ, რომელსაც ტოჩინოშინისა და კაკურიუს მსგავსად 9 მოგება აქვს.

ხვალ ქართველი გოლიათის მეტოქე ნომერი მეოთხე მაეგაშირა აბი იქნება, რომელსაც ჩვენებური აქამდე სამჯერ დაუპირისპირდა და სამივეჯერ დაამარცხა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
ლევანს ბაშოს მოგებას ვუსურვებ და ამ რეკლამის დამდებს რავიცი რას ვუსურვებ მიხვდებით ალბათ, ყველაფერი არანორმალური როგორ უნდა იყვეს საქართველოში კარგით რაა, ყველა გრაფის გახსნაზე როგორ უნდა ამოვარდეს რეკლამა სულ გადაირიეთ? ცოტაც და გაგინახევრდებათ მომხარებელი, აქ დავიგლიჯავ ზუსტად ნერვებს, უამრავ საიტია სპორტული
gk.gia555
22 მაისი 2019 10:11
0
ლევანს წარმატებები სულით და გულით, შემოგევლე ქართველო მებრძოლო.
საიტის ადმინისტრაციას მოგმართავთ თხოვნით, მარტივი რეკლამა დადეთ ჭედავს მობილური ლეპტოპი ყველაფერი რა უბედურებაა მართლა ეს ვიდეოებიც ხო დამოკლეს მახვილივით გაქვთ ვეღარ ჩამირთვია და მიყურებია რა. ხო ხედავთ რო ბევრი მკითხველი გყავთ, რამე მარტივი გააკეთეთ. მარტო სპორტი და სპორტსმენების განვითარება რო გვინდა ჩვენც განვითარდეთ გულშემატკივრები და სპორტული ჟურნალისტიკა საიტები და ა.შ.
ჯიგრები ხართ რო დებთ სტატიებს ყველაფერს მაგრამ ამ მტანჯველი რეკლამებით უკვე უარყოფითად განეწყობა საიტის მომხმარებელი. ჩვენც გაგვითვალისწინეთ
ვენდისი გამაიყვანე
22 მაისი 2019 07:29
0
ჩვენი ნერვების ხარჯზე შოულობს ფულს ეს საიტი.ყველა გრაფის გახსნაზე ვის გაუგია ამდენი რეკლამა.ეს რეჯლამა კი არა ანტირეკლამაა, მაგრამ ამასაც ვერ ხვდებიან ამ უბედურ ქვეყანაში ვერც დამკვეთი და ვერც შემსრულებელი.გეფიცებით ვენდიში აღარ დავდივარ.
ვენდი იქით იყოს და არ დამავიწყეს მთავარი სათქმელი?
წინ დიდო ქართველო გოლიათო! შენი დიდგორი იაპონიაშია. ოღონდ შენ მოიგე ბაშო და რეკლამას კი არა რუსეთის პირველმა არხმა (орт) რო გადმოსცეს შენი წარმატება ამასაც ავიტანთ.გვეამაყები ლევან!!!
ირაკლი
21 მაისი 2019 18:08
0
იმპერატორის თასი !!!!!!!!
amber
21 მაისი 2019 18:03
0
ამ ტექსტს ლექსიკონიც დაურთეთ რა,თორემ ვერაფერი ვერ გავიგე გარდა იმისა,რომ ტოჩინოსანს ერთი მოგებაღა სჭირდება, მაინც ვუსურვებ გამარჯვებას.
lia
21 მაისი 2019 16:19
3
გილოცავ ლევან, ქართველი ლომი ხარ!! ბაშო უნდა მოიგო, ტიტული აღარაა ძირითადი გაკოწვევა..
P.S. ამ ვენდის რეკლამამ ტვინი გაღუნა. გულშემატკივრებმა რომ 1-1ლარი დავდოთ და გავაუქმოთ, არ გამოვა?? ამისთანას რას იხდის ვენდი რომ ამდენ გულშემატკივარს ამწარებს. ფასი აღარ აქვს რეკლამის კეთებას...
ზაზა
21 მაისი 2019 13:35
1
უნამუსო ვიყო ერთჯერადად 20 ლარსაც გადავრიცხავ ოგონც მოაშორეთ ეგ სისულელე. ხო ხედავთ არა კომენტარებში მკითხველების გვაღიზიანებს და გვკიდია, ფული რო გვაქ თქვენ უთქმელადაც ვიცით სად რა ვიყიდოთ
ემირი
21 მაისი 2019 16:48
0
ზაზა მართალია, ტელეფონითაც ხშირად შევდივარ თქვენს საიტზე და ამ ვენდის ბანერმა ტვინი გაღუზნა, ნუ გვაწვალებთ რა თორე გადავრთავთ :)
aleksandre
21 მაისი 2019 14:56
1
ტოჩის წარმატებები. მაგარ ფორმაშია. იქეთ გაგამარუც მაგრად მიდის. 7-3 ზე ბალანსი და ლიდერებშია. გადმოსვლა როგორ ხდება ჯუირო ლიგიდან ნეტა? არის მაგის შანსი რომ გაგამარუ ამ ბაშოთი გადმოვიდეს?
Lasha
21 მაისი 2019 13:06
1
ჯერ ვერ გადმოვა, ორი ბაშოს დადებითი ბალანსი უნდა მინიმუმ
მიშა
21 მაისი 2019 13:45
0
გაგამარუმ ყველა დარჩენილიც რომ მოიგოს ახლა ვერ ამოვა. მთავარია ბევრი მოგება დააგროვოს და ჯურიოს N1-N3 ნომრად დადგეს და შემდეგ კარგი ბალანსით უეჭველი ამოვა.
ლაშას
21 მაისი 2019 13:34
0
იორიკირი კი არა,მიაწვა და მორივით გააცურა
სოსო
21 მაისი 2019 13:06
0
სოსოს-ს.ვიცი მეგობარო,უბრალოდ გამარჯვების ეფექტურობას გავუსვი ხაზი.მართლა კარადასავით არ გააცურა?
სოსო
21 მაისი 2019 15:41
0
ილეთად ითვლება ის წამი, როცა გამარჯვება მოდის. გადაყვანა მოხდა ქამარზე ხელჩაჭიდებით, რაც არის იორიკირი.
სოსოს
21 მაისი 2019 13:34
0
ეს აბიც გადავყლაპოთ და 10 იქნება
ბაზი
21 მაისი 2019 12:58
0
აბი გლუკოზაა, ალბათ?!
N
21 მაისი 2019 13:32
0
გენაცვალე ლევან!!! ადვილად, ძალიან მშვიდად და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე აიღო მორიგი გამარჯვება.
წარმატებები დარჩენილ ორთაბრძოლებში!!!
აჩი
21 მაისი 2019 12:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული