ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს მე-9 გამარჯვება იზეიმა.
ტოჩის მეტოქე იაპონელი კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელსაც უპრობლემოდ მოუგო, ქართველმა ფალავანმა მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.
ლევანი ოძეკის ტიტულის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა და მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ამასთანავე, ტოჩინოშინი ჩემპიონობისთვისაც იბრძვის და ტურნირის სათავეშია. უნდა აღვნიშნოთ, რომ მისმა მთავარმა მეტოქემ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, იოკოძუნა კაკურიუმ დღეს მოიგო და ლევანის მსგავსად 9-1-ზე აქვს ბალანსი.
საკუთარი შეხვედრაში გაიმარჯვა ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა ასანოიამამ, რომელსაც ტოჩინოშინისა და კაკურიუს მსგავსად 9 მოგება აქვს.
ხვალ ქართველი გოლიათის მეტოქე ნომერი მეოთხე მაეგაშირა აბი იქნება, რომელსაც ჩვენებური აქამდე სამჯერ დაუპირისპირდა და სამივეჯერ დაამარცხა.
საიტის ადმინისტრაციას მოგმართავთ თხოვნით, მარტივი რეკლამა დადეთ ჭედავს მობილური ლეპტოპი ყველაფერი რა უბედურებაა მართლა ეს ვიდეოებიც ხო დამოკლეს მახვილივით გაქვთ ვეღარ ჩამირთვია და მიყურებია რა. ხო ხედავთ რო ბევრი მკითხველი გყავთ, რამე მარტივი გააკეთეთ. მარტო სპორტი და სპორტსმენების განვითარება რო გვინდა ჩვენც განვითარდეთ გულშემატკივრები და სპორტული ჟურნალისტიკა საიტები და ა.შ.
ჯიგრები ხართ რო დებთ სტატიებს ყველაფერს მაგრამ ამ მტანჯველი რეკლამებით უკვე უარყოფითად განეწყობა საიტის მომხმარებელი. ჩვენც გაგვითვალისწინეთ
ვენდი იქით იყოს და არ დამავიწყეს მთავარი სათქმელი?
წინ დიდო ქართველო გოლიათო! შენი დიდგორი იაპონიაშია. ოღონდ შენ მოიგე ბაშო და რეკლამას კი არა რუსეთის პირველმა არხმა (орт) რო გადმოსცეს შენი წარმატება ამასაც ავიტანთ.გვეამაყები ლევან!!!
P.S. ამ ვენდის რეკლამამ ტვინი გაღუნა. გულშემატკივრებმა რომ 1-1ლარი დავდოთ და გავაუქმოთ, არ გამოვა?? ამისთანას რას იხდის ვენდი რომ ამდენ გულშემატკივარს ამწარებს. ფასი აღარ აქვს რეკლამის კეთებას...
წარმატებები დარჩენილ ორთაბრძოლებში!!!