ნაცუ ბაშო. XIII დღე: ბევრი მსჯელობის შემდეგ ტოჩინოშინს წაგება ჩაუთვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი ბაშოს ლიდერთან, აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან დამარცხდა და ახლა ბალანსი 9:4-ზე აქვს.

ლევან გორგაძემ კატაცუკაში შეასრულა, თუმცა მონოი შედგა და გამარჯვება იაპონელ ფალავანს მიაკუთვნეს.

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 2 მატჩია დარჩენილი. ამ მომენტისთვის ბაშოს სათავეში იოკოძუნა კაკურიუ და ასანოიამა არიან, ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კი სწორედ კაკურიუ იქნება.

ლევან გორგაძეს დარჩენილი ორი შეხვედრიდან 1-ის მოგება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტულის დაიბრუნოს.

კაკურიუ და ტოჩინოშინი ერთმანეთს სულ 26-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც გორგაძემ მხოლოდ 3 დაპირისპირება მოიგო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 31 /
Vითომ თმაში ჩაავლო ხელი? თმაში წესებით აკრძალულია.თუ, რომ მოისროლა თვითონაც გადადგა წრიდან ფეხი? მოწინააღმდეგის ზღართანზე ადრე წრის მიღმა, და შეგვიძლია თუ არა მივმართოთ კორექტულად, იაპონიის სუმოს ფედერაციას,ჩვენი სპორტული ფედერაციების მეშვეობით თუნდაც რბილი ძალის-ძიუდოს მიერ, ახსნა განმარტებით მათი მხრიდან ამ ბრძოლის შედეგისა -კორექტულად მივმართოთ და Dღეს-ხვალ არა უგვიანეს,საქმით დავიცვათ ჩვენი სპორტსმენი თუ მართლა გაიმარჯვა ობიექტურად სიმართლით.....და სიმართლემ პური ჭამოს...ჩვენი სისხლი და ხორცია ,ჩვენი ლომია...
Chicago America
24 მაისი 2019 13:42
1
იაპონელები აშკარად ვერ ეგუებიან მონღოლებისა და ქართველის ლიდერობას ამ მათთვის ყველაზე ტრადიციულ და საკულტო სპორტში, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ რომ ტრამპმა ჯილდო იაპონელს გადასცეს 26 მაისს.
ზაზა
24 მაისი 2019 17:22
0
გამარჯვება აახიეს,წაართვეს,წაგლიჯეს,დააყაჩაღეს....წადით რა იაპონელებო!თქვენი აწ უკვე გაბანძებული სუმოს შუბაც დავხიე,უსამართლონი და ბანძები ხართ მსაჯებო.
თერჯოლის ეწერი
24 მაისი 2019 16:44
0
დაიმსხვრა მითი სუმოს ღვთაებრიობის და სამართლიანობის შესახებ, რუსული შოვინიზმი ვიცოდი მაგრამ იაპონური აღარ, თუმცა არც ესენი ყოფილან სამართლიანობის შუქურა. ჩვენი ლევანი დაგვიჩაგრეს, არ შეგრჩებათ ე.წ. მონოი.
bayern
24 მაისი 2019 16:43
0
მაგრად უსამართლოდ დაჩაგრეს! ამათი დედაც!.....
კახა
24 მაისი 2019 14:05
0
იაპონელებს ძიუდოში ხომ მიუჩინეთ თავიაანთი ადგილი , ახლა სუმოში და დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში რაგბშიაც არ დავინდობთ !!!
აუ ! რომ იცოდეთ რამხელა მოტივაცია გამიჩნდა მე , და ჩვენს სპორცმენებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია ...
ზოგი ჭირი მარგებელიაო და წიინ საქართველოვ იაპონიის დასამარცხებლად !!!
ბესო
24 მაისი 2019 17:42
0
Mივუჩენთ!სამი ქართველი-ევროპელი ლომი -სეკიტორი გვყვავს იაპონურ სუმოში ევროპიდან არავის ჰყავს ამდენი პროფი სუმოისტი.ცვეი იმპერატორის თასის გამარჯვებული გვყვავს და ეს თასი არაიაპონელებიდან მხოლოდ ესტონელს, ბულგარელს და მონღოლ გოლიათებს აქვთ მონაგები.ჩვენი ოძეკიც გვყვავს და ხვალ ზეგ ისევ დაიბრუნებს ამ რანგს "ცხენის წაბლი და გული"-ტოცინოსინი,ქართველი ლომი გორგაძე ლევანი და მართლა ჩავუჯოკრავთ იაპონელებს ძიუდოსი არ იყოს იმიტომ რომ ჯიში გენი მოგვდგამს და ვაჟკაცობაც არავისზე ნაკლები, ამა წუთისოფლად სტუმრობისას. Aი ასე დავიქადნი....
Kamikadze
24 მაისი 2019 18:24
0
თან თქვეს ვიდეო რეფერი არისო, თურმე არ ყოფილა. ტექნოლოგიის ქვეყანა.
Hmm
24 მაისი 2019 17:18
0
ეს კაცი მაინც გახდება ოძეკი ამათ ( მსაჯების) ჯინზე და ჩვენი გულის გასახარად! მიდი ლევან ძმაო ჩვენ შენი გვჯერა!!!!!
zaza fifia
24 მაისი 2019 19:10
1
Iaponelebi mainc megona samartliani xalxi
Givi
24 მაისი 2019 16:25
0
კოკაის აზრია საინტერესო, გააკეთეთ ინტერვიუ
24 მაისი 2019 14:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული