ტოჩინოშინი: დონალდ ტრამპი გაოცებული მიყურებდა, როგორც ჩანს, "თავისიანი" ვეგონე

AutoSharing Option
მორიგი ტრავმისა და მსაჯების არასწორი გადაწყვეტილების მიუხედავად, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მაინც დაიბრუნა "ოძეკის" რანგი და გახდა სუმოს ისტორიაში მეექვსე "რიკიში" (პროფესიონალი სუმოისტი), რომელმაც ამ პრესტიჟული წოდების დაბრუნება დაკარგვიდან ერთი ტურნირის შემდეგ შეძლო!

16 ივნისს ლევანი საქართველოში ჩამოდის, მანამდე კი "კვირის პალიტრას" მორიგ ექსკლუზივზე დათანხმდა.

გთავაზობთ ამონარიდს "კვირის პალიტრის" ინტერვიუდან:

- ახლა მაისის ბაშოს ყველაზე სკანდალური შეხვედრა გავიხსენოთ - "ტოჩინოშინი"-"ასანოიამა"...
- როცა "შიმპანები" (მსაჯები, რომლებიც რინგს გარეთ აკვირდებიან ორთაბრძოლას. - ავტ.) დოჰიოზე ავიდნენ სათათბიროდ, ვიფიქრე, წესი ხომ არ დავარღვიე და "ასანოიამას"
თმაზე ხომ არ მოვქაჩე-მეთქი? თუმცა ასეთი ვერაფერი გავიხსენე და ჩავთვალე, რომ შეხვედრა მოგებული მქონდა... იმის მიუხედავად, რომ "მონო-ი" (მსაჯების თათბირი) უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, მაინც მჯეროდა, რომ მოგებას არ წამართმევდნენ, ასეთ დაუშვებელ რაღაცას არ დაუშვებდნენ, მაგრამ როცა გადაწყვეტილების გამოცხადება ძალიან გაჭიანურდა, მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო... ფაქტობრივად, აჩუქეს ჩემპიონობა "ასანოიამას", ლანგრით მიართვეს "იმპერატორის თასი"!

altნაცუ ბაშო. XIII დღე: ბევრი მსჯელობის შემდეგ ტოჩინოშინს წაგება ჩაუთვალეს [VIDEO]

- წლებია, არავის უნახავს ამდენ ხანს გაგრძელებული "მონო-ი". როგორ დაადგინეს, რომ დოჰიოდან "ძირს გადადგი" ფეხი?
- ექვსწუთიანი "მონო-ი" სუმოში მართლაც არავის ახსოვს! მთავარ მსაჯს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას აცხადებს, ყურსასმენი უკეთია და მისი მეშვეობით სპეციალური კამერების გადაღებულ ინფორმაციას აწვდიან. როგორც გავიგე, ყურსასმენში სამჯერ(!) უთხრეს, რომ დოჰიოს გარეთ ფეხი არ დამიდგამს, მაგრამ მთავარი მსაჯი მაინც ჩემ უკან მჯდომ "ოიაკატას" (სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი) დაეთანხმა, იქვე იჯდა და მან უკეთ დაინახაო. დაეთანხმნენ და წაგება ჩამითვალეს.

- "ოიაკატამ" ვიდეოკამერაზე უკეთ დაინახა?
- ფაქტია, გამარჯვებულად "ასანოიამა" გამოაცხადეს. ყველამ ნახა, რაც მოხდა... ამ თემაზე მეტს ვეღარაფერს ვიტყვი.

- კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ მაისის ბაშოს ბოლო დღეს ტურნირს იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტიც დაესწრებოდა...
- დონალდ ტრამპის ვიზიტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, მთელი რაიონი გადაკეტილი იყო და დარბაზში შესვლისას სუმოისტებიც გულდასმით შეგვამოწმეს. შეხვედრების დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჩემპიონ "ასანოიამას" სპეციალურად დაწესებული "ტრამპის თასიც" გადასცა.

სხვათა შორის, როცა დოჰიოზე ავედი საჭიდაოდ და "ჯორჯია" გამოაცხადეს (ასე უწოდებენ იაპონელები საქართველოს. - ავტ.), ტრამპი გაოცებული მიყურებდა. როგორც ჩანს, "თავისიანი" ვეგონე, ჯორჯიის შტატიდან.

- რადგან უკვე "შემოგპარვია" კარიერის დასრულებაზე ფიქრი, ალბათ, იმაზეც ფიქრობ, რას გააკეთებ აქტიური სუმოდან წასვლის შემდეგ - იაპონიაში დარჩები თუ სამშობლოში დაბრუნდები?
- ჩემი კლუბის პრეზიდენტი და სუმოს ასოციაცია კი მთავაზობენ, მაგრამ აქ დარჩენას არ ვგეგმავ. შემიძლია ჩემი კლუბი გავხსნა ან სამი წლის განმავლობაში ჩემი "ოძეკი ტოჩინოშინის" სახელით ამჟამინდელ კლუბში დავრჩე და მწვრთნელ-ხელმძღვანელად, ანუ "ოიაკატად" ვიმუშაო. სამი წლის შემდეგ, თუ პრეზიდენტის სახელს "იყიდი", შეგიძლია 65 წლის ასაკამდე დარჩე სუმოს ფედერაციაში. თუმცა, როგორც გითხარით, იაპონიაში დარჩენას არ ვაპირებ. მით უმეტეს, 65 წლის ასაკამდე! იმდენი სახელი კი მაქვს, დროდადრო ჩამოვიდე იაპონიაში. მე ქართველი კაცი ვარ და ჩემს სამშობლოში უნდა ვიცხოვრო! სახლში მინდა, ჩემს სახლში!

მკითხველის კომენტარები / 7 /
გააცნოს ეხლა სომეხი ფროილაინები იქ სადაც გდია.
ddgfdf
13:11 01-07-2019
1
იაპონელები ჩვენ დიდ პატივს გვცემენ - გინებას არ იმსახურებენ.
გაგა
20:28 10-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული