ქართველმა სუმოისტმა, ოძეკი ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძე აკი ბაშოს პირველ დღეს მონღოლ გიგანტ იჩინოჯოს შეხვდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.
ქართველი ფალავანი ტრავმის გამო წინა ბაშოს ტრავმის გამო მოეხსნა და ამ ბაშოზე აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსის ჩვენება, ანუ 8 მოგება, რათა ოძეკის ტიტულის შენარჩუნება შეძლოს.
ხვალ, 9 სექტემბერს, აკი ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინი ასანოიამას შეხვდება.
აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ლევანს ისევ აწუხებს ტრავმა და გამაყუჩებლებით ასპარეზობს.