ტრავმა თავისას შვრება - ტოჩინოშინი აკი ბაშოს მეორე დღესაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მეორე დღეს გაზაფხულის ბაშოს ტრიუმფატორ ასანოიამას შეხვდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.

ეს ის ასანოიამა გახლდათ, რომელსაც მსაჯებმა ტოჩინოშინთან დაუმსახურებელი მოგება ჩაუთვალეს და ქართველი საჩემპიონო ბრძოლას ჩამოაშორეს, ხოლო ასანოიამა, ფაქტობრივად, ჩემპიონი გახადეს.

როგორც იცით, ლევანს აუცილებლად სჭირდება 8 მოგება, რათა ოძეკის სტატუსის შენარჩუნება შეძლოს.

ხვალ, ბაშოს მესამე დღეს ტოჩინოშინი პირველ მაეგაშირა ჰოკოტოფუჯის დაუპირისპირდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს ტრამვაი რომ არ ჰქონდეს შორს წავიდოდა
ozeki
09 სექტემბერი 2019 22:55
0
ესეთი პოპულარიზაცია ქართულ ჭიდაობას გაუკეთეთ. უფრო სასეიროა საყურებლად, უფრო ლამაზი, ეფექტური და პრაქტიკული.
ჯუანშერი
09 სექტემბერი 2019 17:53
1
ეგ არაფერი ლევან, დასამტკიცებელი უკვე დაამტკიცე.. ყველამ კარგად იცის რა ლომიც ხარ.. აწი სულ რომ ვერაფერი ქნა, შეგიძლია მაინც თავაწეულმა იარო.
s.s.
09 სექტემბერი 2019 17:52
2
თუ ტრავმა აქვს რო დაისვენოს ცოტა არა? ასეთ რა ფინანსებზეა საუბარი რომ წირავს თავს და აგებს ასე? ყველა წაგებაზე დაიწყება ახლა ტრავმა ჰქონდა,ის ჰქონდა ის ჰქონდა)))
Tom
09 სექტემბერი 2019 17:49
0
ტიტულს კარგავს, რომელსაც ასეთი ტრავმების ფონზე ვერც დაიბრუნებს პრაქტიკულად. ამიტო თუ გაქაჩავს დადებითი ბალანსის მიღწევას ეცდება, თუმცა მეეჭვება სამწუხაროდ...
ფინანსებს რაც შეეხება სწორედაც რო კაი თანხებზეა საუბარი....
მიროსან
10 სექტემბერი 2019 00:42
0
ალბათ ესაა მისი მაქსიმუმი.
ddgfdf
09 სექტემბერი 2019 17:19
0
თავის დასახრელი არაფერი გჭირს ლევან, შეუძლებელი უკვე გააკეთე
თ....
09 სექტემბერი 2019 16:13
2
მაინც ხომ კარგავს ტიტულს და მარემ ბოლომდე მოირჩინოს თავი და ამის მერე გავიდეს ბაშოზე..
...
09 სექტემბერი 2019 15:12
0
არ გავიდეს ასე ტრავმიანი. რატომ იწვალებს თავს.
Status quo
09 სექტემბერი 2019 15:07
0
ტრამვა თავისას იზავს მუდამ, ახლა მთავარია ან მოეხსნას და გამოჯანმრთელდეს (ჰაკუხო მოეხსნა, რადგან თავს არ შეირცხვენს და არ აბურთავებინებს თავს სხვებს), ან თუ ქრონიკული ტრამვა აქვს გაეშვას და ღირსეულად წავიდეს სუმოდან.
მიხა პაპა
09 სექტემბერი 2019 13:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული