გაგამარუმ მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დასცა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, აკი ბაშოს მე-11 დღეს ჯურიოს მე-13 ნომერი იროდორი ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ბალანსი 4:7-ზე გაუხდა.

ჯურიოში ადგილის შესანარჩუნებლად გაგამარუს დარჩენილი 4-ვე ბრძოლის მოგება სჭირდება.

მეორე ქართველი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, დოჰიოზე, დაახლოებით, 12:40 საათზე გამოვა და სეკივაკე ტაკაკეიშოს დაუპირისპირდება, რომელთან ბრძოლაშიც 3 ბაშოს წინ ოძეკის წოდება დაკარგა.

ტოჩის ოძეკის რანგის შენარჩუნებისათვის დარჩენილ 5 ბრძოლაში მინიმუმ 3 გამარჯვება სჭირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვუყურებ თემურს,ვუყურებ ლევანს და მათ თვალებში ტკივილს ვხედავ.გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ და მე მხოლოდ გაძლება შემიძლია ვუსურვო.
სოსო
11:04 18-09-2019
0
რა დასდო! აი მალადეც!
ჰატაკიკომი
15:41 18-09-2019
0

სიახლეები პოპულარული