ტოჩინოშინი: ტრავმის გამო ვერ ვვარჯიშობ

AutoSharing Option
ჰაცუ ბაშოს დაწყებიდან სამი დღე გავიდა და ტოჩინოშინი არასტაბილურად ასპარეზობს. ქართველმა ფალავანმა სამი შეხვედრიდან ორში მარცხი განიცადა.

მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი რიუდენთან იორიკირით დამარცხდა. ქართველმა სეკიტორმა ბრძოლის შემდეგ ტელევიზია "აბემასთან" მცირე კომენტარი გააკეთა.

"ტრავმის გამო ვერ ვვარჯიშობ. სუმოისტს ფორმაში ყოფნისთვის ვარჯიშები უხვი რაოდენობით ესაჭიროება. სუმო რთული სპორტია, ამიტომ ასე ყოფნა მარტივი არ არის", - განაცხადა ტოჩინოშინმა.

ლევან გორგაძე დღეს მეხუთე მაეგაშირა ენჰოს დაუპირისპირდება, რომელსაც ქართველი არასდროს შეხვედრია. 25 წლის იაპონელმა ჰაცუ ბაშოზე 2 შეხვედრა მოიგო და 1 მარცხი განიცადა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Tochi daisvene megobaro da mere sheubere roici ise, gveamayebi qartvelebs da amaze met jildos meechveba iaponiashi izleodnen
Milani
12:18 15-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული