საოცარი სანახაობა! - ტოჩინოშინმა პატარა ენჰო ჰაერში ასწია და დოჰიოდან გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 იანვარს, ჰაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მნიშვნელოვანი და საოცრად ეფექტური გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი სუმოისტი მე-5 მაეგაშირა ენჰოს დაუპირისპირდა და ცურიდაშის ილეთით დაამარცხა. გორგაძემ ენჰო ჰაერში ასწია და დოჰიოდან ისე გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ენჰო სულ რაღაც 99 კილოგრამია, როცა ქართველი ფალავანი 177 კილოგრამს იწონის. ამ მოგების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 2:2-ზე გაუხდა.

გორგაძის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა მეისეი იქნება, ვისაც ქართველი ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა.

მაკუშიტა დივიზიონში (რანგით მე-3) გაგამარუმ, სამწუხაროდ, ზედიზედ მეორე მარცხი
განიცადა. თეიმურაზ ჯუღელი ფუჯიაზუმას შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 0:2-ია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ლაივში ვუყურე და ასე მეგონა ქართულ მხატვრულ ფილმ "სერენადა"-ს ვუყურებდი... :-)
buba
16 იანვარი 2020 11:00
0
ანჩხლი ბავშვივით რომ იქნება ფეხებს მაგაზე გადავბჟირდი
LT
15 იანვარი 2020 17:44
1
მსგავსი უსამართლობა არ მინახავს. ამხელა გოლიათს ეს პატარა ბიჭი რატომ შეახვდრეს? ცოდა არაა? ბოლომდე ვერც ვუყურე, ისე დაჩაგრა ამ დიდმა კაცმა
უსამართლობა
15 იანვარი 2020 17:34
11
მაგ პატარა კაცს საკმაოდ დიდი კაცები ყავს დამარცხებული, ასე რომ ცრემლი მოიწმინდე და ისე უყურე ბაშოს, ან მულტფილმებზე გადართე ტელევიზორი.
მიხა პაპა
15 იანვარი 2020 22:38
0
ხალხი როგორ იცინის
კახა ქ. ხ
15 იანვარი 2020 16:27
0
ეგენი ამბობენ: "ტოცინოსინ, ტოცინოსინ....." და თქვენ რაღატო დაარქვით ტოჩინოშვინი????
ინკვიზიტორი
15 იანვარი 2020 14:42
3
დიდ კაცთან პატარა კაცსა... :)
giglia
15 იანვარი 2020 13:14
0
გაგა რას შვება, იქნებ გვითხრათ...
თორნიკე ( რაჭა)
15 იანვარი 2020 12:47
2
-ტოჩ ენჰოს აწევ და გადადგამ?
-არა ბიჭო მოსკოვს შევეკითხები!
asaqsdasa
15 იანვარი 2020 12:45
1
გაუშვა მაწონზე
დარსალია
15 იანვარი 2020 12:43
0
გენაცვალე!!
აი მოგება!!!
არა მკითხე მოამბე
15 იანვარი 2020 12:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული